მაურიციო პოჩეტინო “ტოტენჰემის” მთავარი მწვრთნელი აღარ არის. ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობამ არგენტინელ სპეციალისტს სეზონის არადამაკმაყოფილებელი დასაწყისი არ აპატია და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა. ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოჩეტინო კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მათგან გარკვეული ვადები მიიღო, რა პერიოდშიც მას სიტუაცია უნდა გამოესწორებინა, მაგრამ როგორც ჩანს “დეზების” მმართველებს მოთმინების ფიალა აევსოთ. არსებული კონტრაქტის პირობებით, “ტოტენჰემმა” პოჩეტინოს […]