კეისუკე ჰონდამ პოტუგალიულ კლუბთან კონტრაქტი გაფორმებიდან 5 დღეში გაწყვიტა
იაპონელ ფეხბურთელს კეისუკე ჰონდას პორტუგალიულ კლუბ “პორტიმონენსესთან” კონტრაქტის გაწყვეტა გაფორმებიდან 5 დღეში მოუწია. 34 წლის გამთამაშებელმა, რომელსაც 17-წლიანი კარიერის განმავლობაში ნათამაშები აქვს “მილანის” “ცსკა”-სა და “ბოტაფოგოს” შემადგენლობაში, პორტუგალიულ კლუბთან 6-თვიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, 1 წლით გახანგრძლივების შესაძლებლობით. თუმცა გაირკვა, რომ “პორტიმონენსემ” იაპონელი ფეხბურთელის საკუთარ რიგებში დარეგისტრირება ვერ შეძლო, რადგან პორტუგალიაში თავისუფალი აგენტი, რომელსაც კლუბი სატრანსფერო […]
შოია ნაკაჯიმა პორტოს ფეხბურთელია
პორტუგალიურმა “პორტომ” ახალი სეზონის წინ ნახევარდაცვა გააძლიერა და იაპონელი ფეხბურთელი შოია ნაკაჯიმა შეიძინა. მიმდინარე წლის თებერვალში ნაკაჯიმა “პორტიმონენსედან” ყატარულმა “ალ დუჰაილმა” 35 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა შოიას ყატარული ოდისეა ხანმოკლე გამოდგა და იგი “დრაგაოს” ბინადრებს 12 მილიონ ევროდ შეუერთდა. ნაკაჯიმამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს. 24 წლის ფეხბურთელს იაპონიის ნაკრებში […]