ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, ქართველმა ლეგიონერმა – გოგა ბითაძემ “პორტლენდის” წინააღმდეგ შეხვედრა “ინდიანას” სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო. ინდიანაპოლისელები საკუთარ პარკეტზე, პირველივე წუთებიდან დომინირებდნენ და დამაჯერებელი უპირატესობით, 31-ქულიანი სხვაობით, ანგარიშით – 129:98 მოიგეს. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე გატარებულ 23:48 წუთში, 12 ქულა, 2 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17-ს გაუტოლდა. “ინდიანა” აღმოსავლეთ კონფერენციაში 25 […]