ფამალიკაო 2:1 პორტუ (მიმოხილვა)
ლონდონის ჩელსი პორტოს შემტევით ინტერესდება
“არისტოკრატებს” წინ სავარაუდოდ ცხელი ზაფხული ელოდებათ. პედროს და ვილიანს კონტრაქტი ეწურებათ და ხელმძღვანელობა გახანგრძლივებაზე არ ფიქრობს. აქედან გამომდინარე აუცილებლად საჭიროა გაძლიერება. “ჩელსიმ” მოასწრო და უკვე გაიფორმა ჰაკიმ ზიეჩი, რომელიც კლუბს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. ახლა კი სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლონდონელები, “პორტოს” შემტევი ნახევარმცველით ჟესუს კორონათი ინტერესდებიან. პორტუგალიელებმა გამოთქვეს მზადყოფნა ფეხბურთელის გასაყიდად, თუ ინგლისური […]
მოურინიომ შეადგინა საუკეთესო XI-ეული, რომელთანაც მას უმუშავია
მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი, 57 წლის ჟოზე მოურინიო ასახელებს მის საუკეთესო 11-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია. პორტუგალიელმა თავკაცმა პირველი გუნდი 2000 წელს ჩაიბარა, ახლა კი ლონდონის “ტოტენჰემში” ირიცხება. მას ნამუშავარი შემდეგ კლუბებში აქვს: “ბენფიკა”; “პორტო”; “ჩელსი”; “ინტერი”; “რეალი”; “მანჩესტერ იუნაიტედი”; “ტოტენჰემი”. გთავაზობთ მოურინიოს საუკეთესო XI-ეულს, ვისთანაც მას უმუშავია: მეკარე: პეტრ ჩეხი (ჩელსი) მცველები: ხავიერ ძანეტი […]
მარეგამ პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვა (ვიდეო)
10 წელი და 10 კლუბი რომლებმაც ტრანსფერებიდან ყველაზე მეტი გამოიმუშავეს
10. “ლივერპული” – 691.47 მილიონი ევრო “მერსისაიდელთა” მთავარი ტრანსფერი ფილიპე კოუტინიოს გაყიდვა გახლდათ. ბრაზილიელში გადახდილმა თანხამ საგრძნობლად გააძლიერა კლოპის გუნდი. სხვადასხვა დროს გუნდმა ასევე გაუშვა ლუის სუარესი , კრისტიან ბენტეკე, ჯორდან აიბი და ა.შ 9. “პორტო” – 717.03 მილიონი ევრო პორტუგალიელები ერთ-ერთი გამორჩეულები არიან გაყიდვების მხრივ. სხვადასხვა დროს გუნდმა რადამელ ფალკაო, ხამეს როდრიგესი, ედერ მილიტაო […]
სატრანსფერო სეზონის შეჯამება: ტოპ 5 გამარჯვებული და დამარცხებული გუნდი
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი დასრულებულია. გასული თვეების განმავლობაში, არაერთი ცხელი და სენსაციური ტრანსფერი განხორციელდა, თუმცა ამ სტატიაში ტოპ ტრანსფერებს ნაცვლად, გამოვყოფთ იმ გუნდებს, რომლებმაც ყველაზე დიდი სარგებელი მიიღეს, ან მეორე მხრივ, შემადგენლობის გაძლიერება ვერ მოახერხეს. გამარჯვებულები 5. მანჩესტერ სიტი “მანჩესტერ სიტის” განსაკუთრებით არ უაქტიურია, თუმცა გუნდს, რომელმაც პრემიერ ლიგის გასულ ორ სეზონში 100 და 98 ქულა […]
კასილასმა საფეხბურთო მოედნიდან პორტოს მენეჯმენტში გადაინაცვლა
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა, განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, იგი “პორტოს” მენეჯმენტში იწყებს მუშაობას. “ვაპირებ ვიმუშავო ისეთ საკითხებზე, რომელიც საფეხბურთო მოედანზე თამაშისგან სრულიად განსხვავდება. ჩემი მოვალეობა მოთამაშეებსა და გუნდის ხელმძღვანელობას შორის კავშირის ჩამოყალიბება იქნება,” განაცხადა კასილასმა. შეგახსენებთ, რომ კასილასმა მიმდინარე წელს ინფარქტი გადაიტანა, რის გამოც, მას მომდევნო სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ. 🔵⚪ @IkerCasillas fará parte […]
შოია ნაკაჯიმა პორტოს ფეხბურთელია
პორტუგალიურმა “პორტომ” ახალი სეზონის წინ ნახევარდაცვა გააძლიერა და იაპონელი ფეხბურთელი შოია ნაკაჯიმა შეიძინა. მიმდინარე წლის თებერვალში ნაკაჯიმა “პორტიმონენსედან” ყატარულმა “ალ დუჰაილმა” 35 მილიონ ევროდ შეიძინა, თუმცა შოიას ყატარული ოდისეა ხანმოკლე გამოდგა და იგი “დრაგაოს” ბინადრებს 12 მილიონ ევროდ შეუერთდა. ნაკაჯიმამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბში 8 ნომრიან მაისურს მოირგებს. 24 წლის ფეხბურთელს იაპონიის ნაკრებში […]
ატლეტიკომ პორტოდან პირველი შენაძენი გააკეთა
მადრიდის “ატლეტიკომ” “პორტოს” კაპიტანი შეიძინა.
მოურინიომ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე დაასახელა
ჟოზე მოურინიომ კარიერაში ყველაზე რთული მოწინააღმდეგე გუნდი დაასახელა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მოურინიოსათვის ყველაზე რთულ მოწინააღმდეგედ “ბარსელონა” ან რომელიმე სხვა ევროპული გრანდი არ ითვლება. 2003 წლის უეფას თასის ფინალში “პორტო” “სელტიკს” დაუპირისპირდა – ჟოზე მოურინიომ სწორედ აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა. “ფინალი რომელშიც “სელტიკს” დავუპირისპირდი არ ყოფილა ჩემი უდიდესი გამარჯვება, მაგრამ მატჩის ინტენსივობიდან გამომდინარე ყველაზე […]
სასწრაფოდ: კასილასმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა
ლეგენდარულმა ესპანელმა მეკარემ, იკერ კასილასმა ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა.
იკერ კასილასი საავადმყოფოდან გაწერეს (ფოტოები)
როგორც მოგეხსენებათ იკერ კასილასს რამდენიმე დღის წინ გულის შეტევა დაუფიქსირდა რის შედეგადაც იგი პორტოს საავადმყოფოში აღმოჩნდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, იკერის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. იკერი 5 დღის განმავლობაში საავადმყოფოში იმყოფებოდა, რამდენიმე საათის წინ კი მან საავადმყოფო დატოვა. ესპანელი მეკარე საავადმყოფოდან მეუღლესთან ერთად გამოვიდა. გთავაზობთ ფოტოებს: