იკერ კასილასის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მთელი საფეხბურთო სამყარო გააერთიანა. მას ცნობილი ფეხბურთელები, მწვრთნელები და საფეხბურთო მოღვაწეები მხარდაჭერას უცხადებენ. კასილასი გასულ კვირას “პორტოს” სავარჯიშო მოედნიდან პირდაპირ საავადმყოფოში გადაიყვანეს – მას გულის შეტევა ჰქონდა და ამჟამად, იგი რეაბილიტაციის პროცესს გადის. მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიის ჩემპიონის ტიტულისთვის “ბენფიკა” და “პორტო” გამალებით იბრძვიან, კასილასისადმი გამამხნევებელი სიტყვები არც “ბენფიკას” მთავარმა […]