6 მარტს ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მატჩები გაიმართა. “პორტომ” შინ დაძაბულ თამაშში, 117-ე წუთზე გატანილი ბურთით “რომა” 3:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. აღნიშნული თამაშის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც “პორტოს” მეკარე იკერ კასილასი რომაელთა ფეხბურთელს, ალესანდრო ფლორენცის ამშვიდებდა. საქნე იმაშია, რომ 117-ე წუთზე “რომასთვის” დამღუპველი პენალტი სწორედ ფლორენცის შეცდომას მოჰყვა.