პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა, ჩეხეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მისი გუნდის კაპიტანზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა: ,,ფეხბურთი ასეთია… კრიშტიანუს სამი თუ ოთხი საგოლე შანსი ჰქონდა. რამდენიმეჯერ ზუსტად დარტყა, რამდენიმეჯერ არაზუსტად, მაგრამ გოლის გატანა ვერ შეძლო. ეს ფეხბურთის ნაწილია. რონალდუმ გუნდისთვის ბევრი იმუშავა, სივრცეები რომ არ გაეხსნა, ამდენ გოლს ვერ გავიტანდით. რა თქმა უნდა, მისგან ყველანი […]