ბერნარდ ტომიჩი Vs ჯორჯ ჰარისი მსოფლიო რეიტინგის 129-ე ნომერი ჯორჯ ჰარისი ჩენდუს ტურნირზე რეიტინგის 123-ე ნომერ, ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩს დაუპირისპირდა, ადამიანს რომელსაც ერთ დროს პირველ ნომრობას რომ უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ რეალობა სხვაგარი აღმოჩნდა. დაძაბული პირველი სეტი, რომლის ბედი ტაი-ბრეიკმა გადაწყვიტა ბერნარდ ტომიჩის გამარჯვებით დასრულდა. ჯორჯ ჰარისმა მეორე სეტში წონასწორობა საკმაოდ მარტივად აღადგინა, მიჯრით მოგებული პირველი სამი […]