მიატოვიჩი: “ნეიმარი რეალს სწორედ იმას მისცემს, რაც გუნდს ძალიან აკლია”
მადრიდის “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი, პრედრაგ მიატოვიჩი, რომელიც “შამეფო კლუბის” სპორტული დირექტორის პოსტს 2006-2009 წლებში იკავებდა, იმედს გამოთქვამს რომ ნეიმარი მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მადრიდულ გრანდს შეუერთდება. “ძალიან მინდა რომ ნეიმარმა “რეალში” ითამაშოს. ჩემ აზრით, მას სწორედ ის გააჩნია, რაც დღეს “რეალს” აკლია. ნეიმარის დამატებით, გუნდი შეძლებს “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” ღირსეული კონკურენცია გაუწიოს და პარალელურად, ჩემპიონთა ლიგაზე […]
პრედრაგ მიატოვიჩი: “მოურინიო რეალში დაბრუნდება”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, პრედრაგ მიატოვიჩმა, გუნდში ჟოზე მოურინიოს დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. “ფლორენტინო პერესი პორტუგალიელს ძალიან დიდ პატივს სცემს. ჩემი აზრით, როდესაც “რეალში” ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით საუბარი იწყება, პერესი მაშინვე მოურინიოს უკავშირდება. შესაბამისად, ვფიქრობ რომ “რეალში” მოურინიოს დაბრუნების დიდი ალბათობა არსებობს,” განაცხადა პრედრაგ მიატოვიჩმა. შეგახსენებთ, რომ მადრიდელთა მთავარი მწვრთნელი ამჟამად არგენტინელი სანტიაგო […]