ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას ასტანაში გააგრძელებს
თებერვალი 2, 2021
354
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ელგუჯა ლობჯანიძე კარიერას “ასტანაში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Live.ge სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ლობჯანიძე ბოლოს ყაზახურ “ქაისარში” თამაშობდა, სადაც 28 წლის თავდამსხმელმა 14 მატჩში 8 გოლი გაიტანა. რაც შეეხება “ასტანას”, გუნდი ყაზახეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი წარმომადგენელია. “ასტანამ” გასული სეზონი მე-3 ადგილზე დაასრულა და ზაფხულში ყაზახეთს ევროტურნირებზე წარმოადგენს.