7 ივლისს თბილისში ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით, “მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თუნდაც მას არასდროს ეთამაშოს ფეხბურთი.” 11 საათზე დაიწყება რეგისტრაცია, სადაც ყველა მონაწილე მიიღებს ფორმას, გამაგრილებელ სასმელსა და საჩუქრებს. 12:00-დან 17:00-მდე ტურნირი გაიმართება, რომლის პარალელურადაც, დასწრე საზოგადოებას დამატებით აქტივობებში შეეძლებათ ჩართვა. თამაშების შემდეგ, დაითვლება ქულები და გამოვლინდება ორი ფინალისტი გუნდი, რომლებიც ტურნირის […]