დღეს, 22 თებერვალს, სტარტი დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღემ აიღო, სადაც საქართველოს ნაკრების ღირსებას 4 ფალავანი იცავს: ლაშა შავდათუაშვილი და ფრიდონ გიგანი -73 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობენ, ხოლო -81 კგ-ში კი, ნუგზარ ტატალაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იბრძოლებენ მედლებისთვის. -81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე 20 წლის ტატო გრიგალაშვილი, მეორე ეტაპზე უძლიერეს იაპონელს, მსოფლიოს ჩემპიონსა და 2016 წლის ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელს – ტაკანორი ნაგასეს […]