ყატარის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფელიქს სანჩესმა, ეკვადორთან წაგებულ მატჩზე ისაუბრა: ,,ჩვენ მხარდაჭერას ვგრძნობდით. იმედი მაქვს, მომავალი მატჩის შემდეგ ხალხი უფრო იამაყებს. მათ იციან, რომ მეტი შეგვიძლია. გულშემატკივრებში დიდი მოლოდინი იგრძნობოდა. ვწუხვართ, რომ ,,წვეულებაში” მონაწილეობა ვერ მივიღეთ, მაგრამ, ვიცოდით, რომ შეიძლებოდა, ასეც მომხდარიყო… გასაუმჯობესებელი ბევრი დეტალი გვაქვს. არავითარი გამართლება, ცუდად დავიწყეთ. ნერვებმა და პასუხისმგებლობამ ხელი […]