“სევილიას” და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველს, გონსალო მონტიელს სამშობლოში გაუპატიურებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ინფორმაციას RMC Sport-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტი, რომელშიც 26 წლის არგენტინელი ბრალდებულია, ფეხბურთელის სახლში 2019 წლის 1 იანვარს, მის დაბადების დღის წვეულებაზე მოხდა. სავარაუდო მსხვერპლი ამტკიცებს, რომ გონსალო მასზე სექსუალურად ძალადობდა და ამ პროცესში სხვა მამაკაცებიც მონაწილეობდნენ, თუმცა მათი რაოდენობის ზუსტად […]
მუნდიალი 2022 | განას ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთი მონაწილე განას ნაკრები იქნება. ის აფრიკული გუნდი, რომელიც ბოლო იყო თავისი კონტინენტის წარმომადგენლებს შორის, რომელმაც მუნდიალის მეოთხედფინალში ითამაშა. ეს 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, მას შემდეგ კი განელები 2014 წელს ჯგუფში ჩარჩნენ, რუსეთში გამართულ მუნდიალზე მოხვედრა კი საერთოდ ვერ შეძლეს. 2022 წელს განა მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო […]
მუნდიალის მასპინძელი სტადიონები – ისტორია, ღირებულება და ყველაფერი ყატარის არენებზე
მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უჩვეულო ტურნირი, რომელიც ტრადიციული ზაფხულის ნაცვლად, ზამთარში უნდა გაიმართოს, 20 ნოემბერს, მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. გახსნის ცერემონიალი და პირველი შეხვედრა ალ ბაიტის სტადიონზე გაიმართება, საიდანაც სტარტს მსოფლიოში ყველაზე ყურებადი და ფეხბურთის გულშემატკივრების საყვარელი ტურნირი აიღებს. მთლიანობაში, მუნდიალს 8 სხვადასხვა სტადიონი მოემსახურება, რომელიც მართლაც […]
სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა – კორეელი მუნდიალზე ითამაშებს
ჰიუნ-მინ სონის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და კორეელი შემტევი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობას მიიღებს. ლონდონის “ტოტენჰემის” მარცხენაფლანგელმა საკუთარ Instagram-ის სთორიში გამოაქვეყნა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ყატარში გასამართ მუნდიალზე მონაწილეობას მიიღებს. 30 წლის ფეხბურთელმა სახის არეში დაზიანება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრაში, “მარსელის” წინააღმდეგ (1:2) მიიღო და მოედანი მატჩის 28-ე წუთზე დატოვა, რის გამოც […]