ბაჰრეინი MMA-ს სუპერთასს მასპინძლობს, რომელშიც მონაწილეობას 8 ქვეყანა იღებს. “ხალიფას სპორტულ ცენტრში” მიმდინარე ღონისძიებაზე, განსაკუთრებით სანახაობრივი ნახევარფინალური დაპირისპირებები გამოდგა. ნახევარფინალურ წყვილში ბაჰრეინმა ყაზახეთი 5:3 დაამარცხა – მეორე ნახევარფინალური დაპირისპირება ირლანდიასა და მექსიკას შორის შედგა, რომელიც ირლანდიელების გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ირლანდიისა და მექსიკის დაპირისპირების დროს, საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. მექსიკელმა მებრძოლმა შემთხვევით მსაჯს თავის არეში მიაყენა […]