ებრაული პრესა წერს, რომ საქართველოს ეროვნული ლიგის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია კარიერას ისრაელის ჩემპიონატში გააგრძელებს. “დინამო თბილისის” ყოფილი თავდამსხმელის გვარი თელ-ავივის “ჰაპოელს” დაუკავშირეს. one.co.il-ის ინფორმაციით, 31 წლის ქართველი ფორვარდი უახლოეს პერიოდში ისრაელში იქნება, სადაც ოფიციალურ მხარეს მოაგვარებს და კონტრაქტს ხელს მოაწერს. კუტალია სხვადასხვა დროს ქობულეთის “შუქურაში“, მარტვილის “მერანში“, “ზუგდიდში”, “ოდიშში”, ქუთაისის “ტორპედოსა” და […]