ხვიჩა კვარაცხელია რუბინს დაუბრუნდა
ხვიჩა კვარაცხელიამ რამდენიმე კვირის წინ მიღებული ტრავმა მოირჩინა. ქართველი ფეხბურთელი “რუბინს” დაუბრუნდა და ყაზანელებთან ერთად მალე სრული დატვირთვით ივარჯიშებს. როგორც იცით, 20 წლის ვინგერმა მცირე დაზიანება რუსეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში, “კრილია სოვეტოვთან” მატჩში მიიღო. ამის გამო ხვიჩა საქართველოს ნაკრებს სექტემბრის თამაშებში ვერ დაეხმარა. მიუხედავად არაერთი გუნდის ინტერესისა, კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე არსად გადავიდა. ის “რუბინში” […]
რუსული მედია: ხვიჩა კვარაცხელია რუბინში რჩება
სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, რუსული სპორტული მედია ყაზანის “რუბინის” გეგმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ლეგიონერებზე ლიმიტი არის დაწესებული: გუნდებს განაცხადში რვაზე მეტ უცხოელის შეყვანა არ შეუძლიათ. რუსული მედია კი იტყობინება, რომ “რუბინი” 3 ლეგიონერის გაშვებას გეგმავს, რათა ხვიჩა კვარაცხელია, ჯორჯე დესპოტოვიჩი და ახალწვეული, ანდერს დრეიერი გუნდში დაარეგისტრიროს. წინასწარი ინფორმაციით, “რუბინი” სილვიე […]
ხვიჩა კვარაცხელიას განმარტება: “ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია”
საქართველოს ნაკრების შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ბოლო პერიოდის განმავლობაში გავრცელებულ მოსაზრებაზე რომ იგი ეროვნულ გუნდში სექტემბრის მატჩებისთვის განზრახ არ ჩამოდის, განმარტება გააკეთა. “ბევრი არასასიამოვნო შეტყობინება მივიღე რაც ძალიან გულსატკენია. ვინც კარგად მიცნობს ყველამ იცის რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი ქვეყნის სახელით თამაშია და ის, რომ მე უბრალოდ არ ჩამოვდივარ სრული აბსურდია. ყველაფერზე მეტად ახლა მე ჩემი […]
რუბინი დაისაჯა – ყაზანელები ახალ ფეხბურთელებს ვეღარ დაარეგისტრირებენ
რუსეთის ფეხბურთის კავშირის პალატამ ყაზანის “რუბინს” ახალი ფეხბურთელების დარეგისტრირება აუკრძალა. კლუბს “კრასნოდარი” ივან იგნატიევის ტრანსფერის გამო უჩივის. როგორც ცნობილია, “რუბინს” 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ ოფიციალური შეთანხმების მიხედვით დადგენილი თანხა არ გადაუხდია. განცხადების თანახმად, ყაზანელებს ფეხბურთელების დარეგისტრირების უფლება იმ შემთხვევაში აღუდგებათ, თუ “კრასნოდარს” ნაკისრ ვალდებულებას შეუსრულებენ. აღნიშნული ინფორმაცია ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესოა. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო “რუბინმა” […]
ტრავმა: ხვიჩა კვარაცხელია შემდეგ მატჩს გამოტოვებს
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელია, რუსეთის პრემიერ ლიგის მეოთხე ტურში ვერ ითამაშებს. ამის მიზეზი, როგორც რუსული კლუბის პრეს-სამსახურისგან ირკვევა, ტრავმაა, რომელიც ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს აწუხებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად მძიმეა ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის დაზიანება და როდის შეძლებს იგი მოედანზე დაბრუნებას. 20 წლის ვინგერის გუნდს შემდეგი მატჩი რუსეთის ჩემპიონატის ეგიდით 22 აგვისტოს, “ხიმკის” წინააღმდეგ, […]
ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბიჭუნას 60 კანდიდატს შორის მოხვდა
ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ჯილდოს, ოქროს ბიჭუნასთვის 2021 წელს გამარჯვებისთვის მებრძოლ კანდიდატთა სია 60-მდე შემცირა. მსოფლიოს 60 ყველაზე ნიჭიერ ფეხბურთელს შორის, რომლებიც ე.წ ახალგაზრდული ოქროს ბურთისთვის იბრძოლებენ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა, რომლისთვის ხმის მიცემაც მითითებულ ბმულზე გადასვლითაა შესაძლებელი. წლების განმავლობაში, აღნიშნული ტიტული ისეთ ფეხბურთელებს მოუგიათ, როგორებიც ლიონელ მესი, კილიან მბაპე, სერხიო […]
ყველაზე ძვირადღირებული ტალანტი – კვარაცხელია Transfermark-ის რჩეულებში მოხვდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას ტალანტი ევროპაში კიდევ ერთხელ აღიარეს. ყაზანის “რუბინის” მარცხენაფლანგელი პრესტიჟულმა ევროპულმა სტატისტიკურმა გამოცემა Transfermarkt.com-მა ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის მიღმა მოთამაშე ფეხბურთელებს შორის ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ტალანტად დაასახელა. საქართველოს ეროვნული გუნდის 20 წლის შემტევის სატრანსფერო ღირებულებად გერმანული კომპანია 18 მილიონ ევროს ასახელებს, რაც ქართველ ფეხბურთელებს შორის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია. ყველაზე ბოლოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, […]
სლუცკიმ განმარტა, რატომ არ ითამაშა ხვიჩა კვარაცხელიამ კრილიასთან ძირითად შემადგენლობაში
ყაზანის ,,რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ, ,,კრილიასთან” გამართული მატჩის შემდეგ, გუნდის ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე, ისაუბრა: ,,რატომ არ ითამაშა კვარაცხელიამ ძირითად შემადგენლობაში? იმიტომ, რომ დღეს არცთუ ისე დასვენებული გამოვიდა და აშკარად ჩანდა, რომ გადაღლილია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდა ფეხბურთელია და ასეთ რეჟიმში თამაშობს: ორის შემდეგ მესამე, ასეთ რთულ მინდორზე, როდესაც მას […]
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი რაკოვთან მატჩში (ვიდეო)
რუსული მედია – კვარაცხელიათი ტოტენჰემი ინტერესდება
ხვიჩა კვარაცხელიათი “ტოტენჰემი” ინტერესდება. აღნიშნულ ინფორმაციას რუსული “სპორტ ექსპრესი” ავრცელებს. წყაროს თანახმად, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით ყაზანური კლუბისა და ლონდონელთა წარმომადგენელები მოლაპარაკებას აწარმოებენ. აღსანიშნავია, რომ “რუბინს” გარიგებაში ბრიტანული სააგენტო წარმოადგენს. როგორც ცნობილია, რუსული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას 20 მილიონ ევროდ აფასებს. “სპორტ ექსპრესის” ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებასა და სხვა დეტალებზე მხარეებს შეთანხმება არ მიუღწევიათ. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 31 […]