დიდი 10 | ბათუმი 17:13 ყოჩები
საქართველოს ჩემპიონმა ‘ბათუმმა’, დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის ფლეი ოფის პირველ ეტაპზე ბოლნისის ‘ყოჩები’ 17:13 დაამარცხა და ტიტულის დაცვას აგრძელებს. ზღვისპირეთში გამართული მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დაძაბული გამოდგა. მასპინძლები მეტოქეზე მეტხანს აკონტროლებდნენ ბურთს, ერთით მეტი ლელო გაიტანეს და 23 აპრილს ქუთაისში, ‘აიას’ წინასწარი ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან. თამაში მაღალ ტემპში, ბათუმელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მე-4 […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]
დიდი 10 | ექვსეული გაირკვა, ‘ხვამლმა’ სინი დაიბევა
2022/2023 წლების დიდი 10-ის რეგულარული გათამაშება დასრულდა. ჩემპიონის გამოსავლენად ფლეი ოფის ექვსი შეხვედრაღა დარჩა. კიდევ ორი თამაში დიდი 10-ის მომავალი სეზონის მონაწილეს გამოავლენს. უძლიერესთა შორის დარჩენისთვის მე-9 ადგილოსანი თბილისის ‘აკადემია’ პირველი ლიგის მეორეადგილოსანთან იბრძოლებს. „მხატვრების“ მომავალი მეტოქე 5-7 მაისს გამოვლინდება, დიდი 10-ის ფლეი ოფები კი 20-21 და 27-28 მაისს გაიმართება. ლოკომოტივი 10:63 აკადემია ‘აკადემიას’ ქონდა […]
დიდი 10 | ლელო-სარასენსი 38:34 ყოჩები
დიდი 10-ის მიმდინარე გათამაშების ლიდერმა ‘ლელო-სარასენსმა’, ბოლნისის ‘ყოჩებს’ დასკვნით 7 წუთში სამი უპასუხო ლელო გაუტანა და დაძაბულ მატჩში 38:34 იმარჯვა. „შევარდენის“ ხელოვნურსაფარიან მოედანზე ნაღდი სარაგბო, ქართული დერბი გაიმართა. ორი პრინციპული მეტოქის დაპირისპირება ტრადიციულად თვალსასეირო საყურებელი გამოდგა და მოედნის გარშემო შემოკრებილმა ქომაგმა ჯამში 10 ლელოს ხილვით ისიამოვნა. ‘ლელოს’ ფულბეკმა ირაკლი ყიასაშვილმა კლუბის მაისურით 250-ე თამაში ჩაატარა, […]
დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]