დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში გაიმართება
30 წლის შემდეგ, საქართველოს უმაღლესი ლიგის, დიდი 10-ის დიდი ფინალი ქუთაისში, “აია არენაზე” ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში ფინალური შეხვედრა ერთადერთხელ, 1991 წელს გაიმართა და “ლოკომოტივის” 11:6 ძლევით, მასპინძელმა “აიამ” ზედიზედ მეორედ მოიპოვა ქვეყნის ჩემპიონის ტიტული! დიდი ფინალი “აია არენაზე” 5 ივნისს გაიმართება. დიდ ფინალზე დასასწრებ ბილეთებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს მომავალში მოგაწვდით! […]
დიდი 10 | დიდი ფინალის ბილეთები | ქუთაისი
30 წლის შემდეგ საქართველოს ჩემპიონი ქუთაისში გამოვლინდება. 12 ივნისს, 17 საათზე “აია არენაზე” დიდი 10-ის დიდი ფინალი იმართება. ბილეთები დიდი ფინალის ბილეთების შეძენა ტრადიციულად ონლაინ და სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. ონლაინ: WWW.TKT.GE/DIDI10 “აია არენას” სალაროში: 8 ივნისიდან ყოველდღე (11:00-19:00 სთ) ბილეთის ფასი – 5 ლარი. შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე, სტადიონზე გულშემატკივრის მხოლოდ 30% დაიშვება! გზა დიდ ფინალამდე 22 […]