ყვარლის საფეხბურთო არენა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. სტადიონი, სადაც საშინაო მატჩებს ყვარლის “დურუჯი” მართავს ცნობილი ბრიტანული გამოცემების, მათ შორის Sportbible-სა და Dream Team-ის გვერდებზე მოხვდა. საქართველოს მეხუთე დივიზიონის გუნდის, “ყვარლის “დურუჯის” საშინაო არენა, რომელიც უძველესი ციხის კედლებშია მოქცეული”,-წერენ უცხოური გამოცემები.