ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურის შეხვედრაში “ქოვენთრის” წინააღმდეგ – 2:0 გამარჯვების შემდეგ, “ჰალ სიტის” ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ კომენატარი გააკეთა. “ვიცით, რომ გულშემატკივრების წინაშე, საშინაო კედლებში კარგი თამაში გვმართებს და ეს მატჩი მნიშვნელოვან გზავნილს მისცემს მათ, რომ დაბრუნდნენ და ჩვენს გვერდით იყვნენ. ჩვენი საშინაო თამაშები არ არის ისეთივე კარგი, როგორც ეს გასვლით მატჩებში ხდება, მაგრამ არა მგონია, […]