ლევან მჭედლიძის სადებიუტო გოლი ტორპედოში | VIDEO
ქუთაისის ტორპედოს გია ცეცაძე აღარ გაწვრთნის
გია ცეცაძე ქუთაისის ტორპედოს აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის ხელმძღვანელობამ 47 წლის სპეციალისტს დაკავებული თანამდებობის დატოვების შესახებ დაწერილი განცხადება დაუკმაყოფილა და გუნდის დატოვების ნება მისცა. კლუბი, მადლობას უხდის მას გაწეული სამუშაოსთვის და წარმატებას უსურვებს მომავალ საქმიანობაში. გია ცეცაძეს ბოლო პერიოდში გუნდში არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჰქონდა, რასაც “ტორპედოს” […]
ქუთაისის ტორპედომ უკრაინის მოქალაქე ქართველი ფეხბურთელი დაიმატა
ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინის მოქალაქეობის მქონე, წარმოშობით ქართველი ფეხბურთელი, ლევნ არველაძე დაიმატა. 29 წლის ცენტრალური ნახევარმცველი თბილისშია დაბადებული, თუმცა როგორც ახალგაზრდული, ისე პროფესიონალური კარიერა მთლიანად უკრაინაში აქვს გატარებული. არველაძე “დნიპროს” აკადემიის აღზრდილია და ლუჰანსკის “ზორიას“, “კრივბასის“, “აგრობიზნესის“, “ნაფტოვიკის” და “სკალას” შემადგენლობაში უთამაშია, ბოლოს კი “დესნას” წევრი გახლდათ, რომელიც უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა. ლევან არველაძე ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში […]
უკრაინიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი ტორპედოში ითამაშებს
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შედეგად, ამ ქვეყნის ტერიტორიიდან წამოსული ქართველი ფეხბურთელი, ბექა ვაჩიბერაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 26 წლის ნახევარმცველმა დონეცკის “შახტარის” 17 და 19-წლამდე გუნდებში ითამაშა, შემდეგ კი “ბეტისის” სარეზერვო გუნდის წევრიც გახლდათ. ასევე, ლიტვური “რიგასის” და ბელგიური “ლომელის” შემადგენლობაში თამაშობდა, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ კი ვაჩიბერაძე “ჩერნომორეცის” მაისურს ირგებდა. […]
ზამთრის ყველა ტრანსფერი: როგორი შემადგენლობებით ხვდებიან გუნდები ეროვნული ლიგის ახალ სეზონს?
საქართველოს ეროვნული ლიგის 2022 წლის გათამაშება 24 თებერვალს, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის, “დინამო ბათუმისა” და ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულის, ბოლნისის “სიონის” მატჩით დაიწყება. შეხვედრა ბათუმში, ცენტრალურ სტადიონზე შედგება და 19:00 საათზე დაიწყება. გუნდები ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობებით ხვდებიან. ზამთრის სატრანსფერო პერიოდი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო გამოდგა. ზოგიერთი კლუბი საგრძნობლად გაძლიერდა, მაგალითად ქუთაისის “ტორპედო”, რომელმაც ახალი გუნდის ჩამოყალიბება […]
დინამო თბილისმა შეკრება ფახთაქორთან დიდი უპირატესობით გამარჯვებით დაასრულა
საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა, დინამო თბილისმა 2022 წლის სეზონისწინა მოსამზადებელი პერიოდი თურქეთში, ანტალიაში გაიარა და გამარჯვებით დაასრულა. ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი უზბეკეთში იგივე სტატუსის მქონე ტაშკენტის “ფახთაქორს” დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით – 3:0 დაამარცხა. კახა ცხადაძის გუნდის მხრიდან გოლების გატანა სტანისლავ ბილენკიმ, ანზორ მექვაბიშვილმა და ნიკოლოზ მალიმ მოახერხეს. “დინამო თბილისმა” ბელეკში გამართულ შეკრებაზე 7 მატჩი ჩაატარა, საიდანაც […]
ქუთაისის ტორპედომ ქომაგების საპატივსაცემოდ მე-12 ნომერი გააუქმა
ქუთაისის “ტორპედომ” ოფიციალურ გვერდზე საინტერესო განცხადება გაავრცელა. იმერულმა კლუბმა გადაწყვიტა, ერთგული ქომაგების საპატივსაცემოდ მთავარი გუნდის სათამაშო ნომრების სიიდან 12-ნომრიანი მაისური ამოიღოს. ფეხბურთში, მე-12 მოთამაშე სიმბოლურად გულშემატკივარს ნიშნავს. “ქუთაისის ტორპედოს ხელმძღვანელობამ გულშემატკივართა საპატივსაცემოდ 12 ნომრიანი მაისურის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ტორპედო აფასებდა, აფასებს და მომავალშიც დააფასებს ერთგული ქომაგის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას, რომელიც კლუბის განუყოფელი ნაწილია. წლების […]
დინო ჰამზიჩი: “საქართველოს ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს, დაე უძლიერესმა გაიმარჯვოს”
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში ბოსნია-ჰერცეგოვინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. პრინციპული მატჩის რომელიც სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ორივე ნაკრებისთვის გადამწყვეტია და რომლის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც, საქართველოს მეოთხედფინალური ეტაპის საგზურის მოპოვების შანსი ექნება, 26 იანვარს ნიდერლანდების ქალაქ გრონინგემში შედგება და თბილსის დროით 20:30 საათზე დაიწყება. შეხვედრის დაწყებამდე, Live.ge საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე […]
ოფიციალურად: გიორგი არაბიძე ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელია
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი არაბიძე კარიერას ქუთაიასის “ტორპედოში” გააგრძელებს. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმერული კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. 23 წლის შემტევის კონტრაქტი “ტორპედომ” “ნასიონალიდან” გამოისყიდა და გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდება. საქართველოს მეორე ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ეროვნული ლიგის წარმომადგენლებს შორის განხორციელებული ტრანსფერების ხარისხითა და რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა. ქუთაისელებმა […]
გიორგი პაპუნაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, გიორგი პაპუნაშვილი სამშობლოში დაბრუნდა. “დინამო თბილისის” აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს. ინფორმაცია, რომელიც ქართულ მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ქვეყნის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა. “ტორპედო” 2022 წლის სეზონის წინ საგრძნობლად ძლიერდება და გუნდმა უკვე მერვე ფეხბურთელი დაიმატა. გარდა აკაკი შულაიას, ლაშა შინდაგორიძის, გიორგი კუხიანიძის, გიული მანჯგალაძის, […]
ტორპედო ძლიერდება: ქუთაისელებმა 6 გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი, ქუთაისის “ტორპედო” შემადგენლობის გაძლიერებას იწყებს. იმ ჩავარდნის შემდეგ, რომელიც გუნდს ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ჰქონდა, კლუბის ახალმა ხელმძღვანელობამ დაპირება გასცა, რომ ქუთაისური გუნდი 2022 წლის სეზონისთვის გაცილებით მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, ვიდრე ეს ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. ძველი დიდების დაბრუნების გზაზე, “ტორპედო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და გუნდი […]
ქუთაისის ტორპედოს მეკარე ხეტაფეში ვარჯიშობს
ქუთაისის “ტორპედოს” ახალგაზრდა მეკარე, დავით ასათიანი შესაძლოა ესპანურ კლუბში აღმოჩნდეს. Live.ge-ს ინფორმაციით, იმერული კლუბის ახალგაზრდა გოლკიპერი ესპანეთში იმყოფება და ლა ლიგის ბინადარი “ხეტაფეს” რიგებში ვარჯიშობს. აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის “ტორპედოს” გულშემატკივართა გვერდიც ავრცელებს. 18 წლის ფეხბურთელი ქუთაისის “ტორპედოს” აკადემიის აღზრდილია და კლუბის მთავარ გუნდშიც აქვს ნათამაშები, სადაც “საბურთალოს” წინააღმდეგ ორ შეხვედრაში პენალტების მოგერიებაც მოახერხა.