“რაგბი ევროპამ“ ყველა ტურნირი განუსაზღვრელი ვადით გადადო
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო, “რაგბი ევროპამ“ გადაწყვიტა, მისი ეგიდით გასამართი ყველა მატჩი და ტურნირი განუსაზღვრელი ვადით შეაჩეროს როგორც ცნობილია, ეროპული რაგბის მესვეურები, განახლების თარიღად 15 აპრილს ასახელებდნენ, თუმცა ახლა აზრი შეიცვალა და გაჩნდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ხსენებული ვადა, მატჩების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის, საკმარისი არ არის. “რაგბი ევროპა” გაითვალისწინებს ჯანდაცვის წარმომადგენელთა მოსაზრებებს და ტურნირების განახლების გადაწყვეტილებას […]
რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო რეფერი დაემატება
სტრატეგიული განვითარების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შედეგად, 2021 წლიდან რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩებს ვიდეო რეფერი დაემატება. აღნიშნულ ინფორმაციას, რაგბი ევროპის პრეზიდენტი – ოქტავიან მორარიუ ადასტურებს. ოქტავიან მორარიუმ ვიდეო რეფერის დამატების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატის განვითარებისა და დონის ამაღლების პროცესში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადაიდგა. “უმნიშვნელოვანეს ტურნირზე (რაგბი ევროპის ჩემპიონატი) ვიდეო რეფერის დამატება, რაგბი […]
რაგბი ევროპამ მამუკაშვილი დისკვალიფიკაციით დასაჯა
რაგბი ევროპამ საქართველო-რუმინეთის მატჩის მე-20 წუთზე მომხდარი უსიამოვნო შეჯახების გამო შალვა მამუკაშვილი 5 კვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. როგორც იცით, ქართველმა მორაგბემ რუმინელი იონელ მელინტეს შებოჭვის მცდელობისას შეცდომა დაუშვა. შალვას ხელი მეტოქეს კისერში მოხვდა, რის გამოც მან ტვინის შერყევა მიიღო. აღნიშნული უხეშობის გამო “ბორჯღალოსნები” დარჩენილი 60 წუთის განმავლობაში კაცნაკლულები თამაშობდნენ, თუმცა რუმინეთთან უმნიშნველოვანესი გამარჯვება მაინც მოიპოვეს – […]
7-კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსი
“მსოფლიო რაგბი” და “რაგბი ევროპა” ამა წლის 17-19 მაისს ატარებს 7 კაცას მეორე დონის საერთაშორისო ონლაინ კურსს. კურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მწვრთნელებს, რომლებსაც გავლილი აქვთ 7 კაცას პირველი დონე, იციან ინგლისური ან ფრანგული ენები და აქვთ: მზაობა რაგბისათვის (Rugby ready), სამწვრთნელო საქმის შესავალი (Introduction to coaching), ძირითადი ფაქტორების ანალიზი (Key factor analysis), ფუნქციონალური როლების ანალიზი […]
ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი და საქართველოს როლი
მსოფლიო რაგბისა და რაგბი ევროპის ორგანიზებით ახალი სარაგბო საკლუბო ტურნირი იწყება, რომელშიც 8 ქვეყნის კლუბები მიიღებენ მონაწილეობას. აღნიშნულ ინფორმაციას, Rugger.info ავრცელებს. Rugger.info-ს მტკიცებით, ახალი ტურნირი 2021 წლის სექტემბერში აიღებს სტარტს. ტურნირში 8 გუნდი იასპარეზებს და ტერიტორიული ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, მონაწილეები ორ 4-გუნდიან ჯგუფში გადანაწილდებიან. პირველ ოთხეულში – ნიდერლანდების, ბელგიის, ესპანეთისა და პორტუგალიის გუნდები იასპარეზებენ. მეორე ოთხეულს […]
ოფიციალურად | რაგბი ევროპა გმობს სამხედრო აგრესიას და რუსეთში საქმიანობას წყვეტს
ევროპული რაგბის მმართველი ორგანო უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. Rugby Europe გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში და რუსეთის ტერიტორიაზე მის საქმიანობას აჩერებს. ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, Rugby Europe უერთდება საერთაშორისო თანამეგობრობის ღრმა შეშფოთებას. ორგანიზაცია მკაცრად გმობს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას. Rugby Europe შეშფოთებულია უკრაინელი ხალხის, სარაგბო საზოგადოებისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით […]
7 ბორჯღალოსანი ფინალური ტურის სიმბოლურ გუნდში
2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა. თბილისში, “დინამო არენაზე” გამართული მატჩი “ბორჯღალოსანთა” დამაჯერებელი გამარჯვებით, 49:15 დასრულდა. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ამ გამარჯვებით, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-14 ტიტული მოიპოვა, რომელიც საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ აღნიშნა. რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე ფინალური ტურის სიმბოლური გუნდი დასახელდა, რომელშიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების 7 […]
რაგბი ევროპის აღმასრულებელი დირექტორი არ მალავს, რომ ფორმატი საქართველოს გამო შეცვალეს
როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ. B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გააგრძელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “ბორჯღალოსნებს” ერთხელ დაუცდებათ ფეხი, შესაძლოა […]
ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვიან
დასრულდა რაგბი ევროპის მორიგი სეზონი და ტრადიციულად ჩემპიონი საქართველოს ნაკრები გახდა. “ბორჯღალოსნებმა” ფინალში პორტუგალია დამაჯერებლად – 38:11 დაამარცხეს. აღსანიშნავია, რომ ეს იყო საქართველოს მე-100 გამარჯვება ტურნირზე, 2000 წლიდან დღემდე ჩატარებულ 118 შეხვედრაში. ჩვენმა ნაკრებმა რაგბი ევროპაზე წაუგებელი მატჩების სერია 29-მდე გაზარდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. ტურნირის დასრულების შემდეგ, საჭიროა საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა. აღნიშნული ტიტულისთვის 3 ქართველი მორაგბე […]