17 თებერვალს, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩი საქართველოსა და ესპანეთს შორის გაიმართა. “ავჭალაზე” ჩვენმა ბიჭებმა მეტოქე ანგარიშით, 24:10 დაამარცხეს. “ბორჯღალოსნებმა” ესპანეთის ნაკრებს 4 ლელო დაუდეს. თავი ჩილაჩავამ, ლობჟანიძემ, გიგაურმა და ქერდიყოშვილმა გამოიჩინა. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა საქართველოს ნაკრებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და პირველი ლელოც გაიტანა. ესპანელებმა საპასუხოდ 2 ლელოს დადება მოახერხეს ჩვენი ჩათვლის მოედანში. […]