ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ორ წლიანი ციკლის პირველი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და მასში სამი დებიუტანტია. 6 მარტს საქართველო ლისაბონში პორტუგალიას, საქართველოს დროით 19 საათზე ეთამაშება. წლევანდელი (და მომავალი წლის) რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. […]