რაგბი ევროპის სუპერთასის მესამე სეზონი ახალი ფორმატით გაიმართება
პირველად ევროპული საკლუბო რაგბის ისტორიაში შეჯიბრში ჩეხეთის წარმომადგენელი ჩაერთვება. Bohemian Rugby Warriors ჩეხური ფრენჩაიზია, რომელიც მის საშინაო მატჩებს პრაღაში “მარკეტა სთეიდიუმზე” ითამაშებს. გუნდი ეროვნული ნაკრების გამოცდილი მოთამაშეებით და ნიჭიერი ახალგაზრდა მორაგბეებით არის დაკომპლექტებული. “Warriors” მეცხრე ქვეყნის წარმოდგენილი იქნება, რომელიც ევროპის სუპერთასზე მიიღებს მონაწილეობას. ტურნირზე ძველებურად იასპარაზებენ კლუბები ბელგიიდან, ისრაელიდან, საქართველოს, ნიდერლანდებიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან და ესპანეთიდან. […]
სუპერ თასი | ‘შავი ლომი’ უცვლელი ჩემპიონია!
‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალში, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’ 29:17 დაამარცხა და თასი ზედიზედ მეორედ ჩაიბარა. ევროპის რანგით მესამე საკლუბო ტურნირი შარშან დაარსდა და პირველ ფინალს ლისაბონმა უმასპინძლა. მაშინ ქართულმა ფრენჩაიზმა პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ 17:14 დაამარცხა. ამჯერად ფინალს საქართველომ უმასპინძლა და ჩვენმა გუნდმა ტიტული კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკელი და ფიჯელი მორაგბეებით […]
საქართველოს ჩემპიონები ევროპულ ტურნირზე ითამაშებენ
საქართველოს ჩემპიონი “ბათუმი” რაგბი ევროპის სუპერ თასის 2022/2023 წლების ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. ქართული რაგბი ევროტურნირზე მეორე ქვოტის მოპოვებას თავიდანვე ცდილობდა და დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე სეზონში მონაწილე გუნდების რაოდენობა არ გაზრდილა, ორ ახალ მონაწილეს შორის ერთი ადგილი საქართველოს ჩემპიონსაც შეხვდა. 8-გუნდიანი ტურნირის ფორმატი უცვლელი დარჩა. აღმოსავლეთ კონფერენციაში სუპერ თასის პირველ გამარჯვებულ […]
რაგბი ევროპის სუპერ თასის ფინალის წინ, რომელიც 7 მაისს, თბილისის დროით 18:00 საათზე, ლისაბონში გაიმართება – რაგბი ევროპის ოფიციალურ ვებგვერდზე, “შავი ლომის” ჰუკერის შალვა მამუკაშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნდა. 31 წლის შალვა მამუკაშვილმა, პროფესიონალური კარიერის განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყნის სარაგბო კლუბების ღირსება დაიცვა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების კვართით უამრავ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა რაგბი ევროპის […]
სუპერ თასი | ლადო კილასონია – თამაშის მართვა უნდა გამოვასწოროთ
“შავმა ლომმა” რაგბი ევროპის სუპერ თასის მეექვსე ტურის წინ ღია ვარჯიში გამართა. გუნდი ჯგუფური ეტაპის მეოთხე თამაშს (ორი გადადებულია) “ავჭალაზე”, 17 საათზე “ენისეი-სტმ”-ის წინააღმდეგ გამართავს. ამ მომენტისთვის გუნდები 11-11 ქულით პირველ-მეორე ადგილზე იმყოფებიან. მათ შორის მესამე ტურში, სოჭში გასამართი შეხვედრა გადაიდო. გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი ლადო კილასონია ამბობს, რომ მზადება კარგად მიმდინარეობს: “მზადებით კმაყოფილი ვართ და მომავალ თამაშს […]
შავი ლომი | დანიშნულების ადგილი პენზა
პირველი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი “შავი ლომი” პირველი გასვლითი მატჩისთვის “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ემზადება. გუნდი პენზაში (რუსეთი) ხვალ დილით მიფრინავს და “ლოკომოტივს” 23 ოქტომბერს, საქართველოს დროით 13:30 საათზე ეთამაშება. მეტოქემ სექტემბერში “ენისეისთან” ორი მატჩი გამართა და ორივე ბონუსით დათმო – 6:22 კრასნოიარსკში და 21:44 პენზაში. “შავმა ლომმა” პირველი ტურის გადადებულ მატჩში “თელავივი ჰითს” 16 ოქტომბერს, “ავჭალაზე” […]
რაგბი ევროპის სუპერ თასი | ქართველ მსაჯთა ბრიგადა ესპანეთში
“შავი ლომის” პარალელურად, რაგბი ევროპის ახალ საკლუბო ტურნირ სუპერ თასში ქართველი მსაჯებიც ჩაერთვებიან. ქართულ სამსაჯო ბრიგადას, შოთა თევზაძის ხელმძღვანელობით, მიწვევა პირველსავე ტურში ჰქონდა და პორტუგალიაში უნდა ემსაჯა, მაგრამ ქართველი რეფერი ორმაგი დოზით აცრას ვერ ასწრებდა და ის მეორე ტურში, ესპანეთში იმსაჯებს. 26 სექტემბერს “იბერიანზი” ვალიადოლიდში “ლუსიტანოსს” უმასპინძლებს და მოედნის მსაჯი თევზაძე იქნება. კიდეებიდან მას გელა […]