შემოდგომის სერიების რეიტინგი გამოქვეყნდა | საქართველო იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებს
შემოდგომის ერთა სერიების პირველი კვირის ყველა შეხვედრის შედეგი ცნობილია და ოფიციალურმა გვერდმა ძალთა თანაფარდობის შესახებ, რეიტინგი გამოაქვეყნა. საინტერესოა, რომ “ბორჯღალოსნები” მე-11 პოზოციას იკავებენ და იაპონიას, ფიჯისა და სამოას ასწრებენ. საქართველო 34:18 ურუგვაი | ფანტასტიურ სტილში შესანიშნავი გარემოს თანხლებით ლევან მაისაშვილი: ,,მიზანს მივაღწიეთ – თამაშიდან თამაშამდე უნდა გავიზარდოთ” საუკეთესო ხუთეულში ირლანდია, საფრანგეთი, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა […]
ედი ჯონსი არგენტინასთან წაგებას საკუთარ თავზე იღებს
ედი ჯონსი აცხადებს, რომ ის საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას იღებს, არგენტინასთან წაგებული მატჩის გამო. 51 წლის სპეციალისტი თვლის, რომ რამდენიმე მომენტში მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც საბოლოოდ გუნდზე ცუდად იმოქმედა. ედი ჯონსი მის მორაგბეებს მოუწოდებს, რომ გათავისუფლდნენ არგენტინასთან მიღებული შოკისგან და შემდეგი თამაშებისთვის მოემზადონ. ინგლისის ნაკრების თაკვკაცი ამბობს, რომ შემოდგომის სერიის მატჩებს მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს. […]
“არგენტინასთან წაგების მიუხედავად, ინგლისს რეალური პრობლემები არ აქვს” – ედი ჯონსი
კვირას “თვიქენჰემზე” 16 წლის შემდეგ პირველად, ინგლისის ნაკრები არგენტინის წინააღმდეგ, 29:30 დამარცხდა. ამის მიუხედავად, მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი აცხადებს, რომ მის გუნდს რეალური პრობლემები არ აქვს. აღსანიშნავია, რომ ინგლისელებმა “პუმების” წინააღმდეგ, საკმაოდ უდისციპლინო და შეცდომებით გაჯერებული თამაში აჩვენეს. “დიახ, იმედგაცრუებული ვარ თამაშით. ვფიქრობ, რომ კარგად ვითამაშეთ, თუმცა რიგ მომენტებში ელემენტარულ შეცდომებს ვუშვებდით. დღეს ბევრჯერ დავჯარიმდით, […]
ბორჯღალოსანთა ძირითადი შემადგენლობა ურუგვაის წინააღმდეგ ცნობილია
რამდენიმე წუთის წინ, გამოქვეყნდა “ბორჯღალოსანთა” ძირითადი შემადგენლობა, რომელიც 6 ნოემბერს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებს. აღსანიშნავია, რომ სათადარიგოთა სკამზე სამი დებიუტანტი იქნება – ვახტანგ აბდალაძე, თენგიზ პერანიძე და ლუკა მატკავა. ბოლოს ურუგვაის ნაკრებს 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შევხვდით, სადაც გავიმარჯვეთ. აღსანიშნავია, რომ იმ შემადგენლობიდან კვირის მატჩში 10 მორაგბე მიიღებს მონაწილეობას. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 6 ნოემბერს, 18 […]
ბროდი რეტალიკი უელსთან და შოტლანდიასთან შეხვედრებს გამოტოვებს
ახალზელანდიელი მორკინალი ბროდი რეტალიკი ნოემბრის ტესტ-მატჩებს, უელსისა და შოტლანდიის, წინააღმდეგ გამოტოვებს. მეორეხაზელი იაპონიასთან მოგებულ შეხვედრაში გააძევეს და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციაც მიიღო, თუმცა, სასჯელი ერთი კვირამდე შემცირდება, თუ ის სამწვრთნელო ინტერვენციის პროგრამას დაასრულებს. აქედან გამომდინარე, მას 19 ნოემბერს ინგლისისთან მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლება. დიდ ბრიტანეთში გამგზავრებამდე, “ოლ ბლექსს” კაპიტანი სემ კეინი და ჰუკერი დეინ ქოულსი გამოაკლდნენ. სამხრეთელთა […]
36 წლის შემდეგ პირველად | 2025 წელს საინტერესო შეხვედრა იგეგმება
შესაძლოა, 2025 წელს ერთმანეთს “ბრიტანელი ლომები” და ავსტრალია-ახალიზელანდიის შერეული ნაკრებები დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები, რომ 2025 წელს ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების წინააღმდეგ შეხვედრა გამართონ. ბოლოს ეს დაპირისპირება 33 წლის წინ, 1989 წელს შედგა. აღნიშნული მატჩი “მელბურნის კრიკეტ არენაზე” გაიმართება და ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს შეხვედრა მაყურებელთა დიდ ინტერესს […]
ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის მატჩს ნიკა ამაშუკელი განსჯის
სულ რამდენიმე წუთის წინ, გახდა ცნობილი, რომ მსოფლიო ჩემპიონისა და რეიტინგის პირველი ნომრის დაპირისპირებას ნიკა ამაშუკელი განსჯის. ეს არ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველ არბიტრს მაღალი დონის ნაკრებების შეხვედრის გაძღოლა უწევს. საქართველოს საუკეთესო მსაჯმა 2022 წლის ოთხი ერის ორ თამაშზე იმსაჯა. სამხრეთ ნახევარსფეროს უმთავრეს ტურნირზე მისი დებიუტი 27 აგვისტოს, ახალი ზელანდიისა და არგენტინის მატჩზე შედგა. […]
შემოდგომის ერთა თასზე, ინგლისელების მაისურებზე გვარები იქნება დატანილი
შემოდგომის ერთა თასის ყველა შეხვედრაზე ინგლისელ მორაგბეებს ზურგზე საკუთარი გვარები ექნებათ გამოსახული. პირველად ბრიტანელები აღნიშნული მაისურებით, არგენტინასთან მოახლოებულ ტესტ-მატჩზე გამოვლენ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია პრემიერშიპის კლუბები ასეთი მაისურებით თამაშობენ, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ეროვნული გუნდი ამას გააკეთებს. გადაწყვეტილება სპორტსმენების პოპულარიზაციის მიზნით მიიღეს. RFU-ს აღმასრულებელი დირექტორი ბილ სვინი გეგმავს, რომ ეს სიახლე ქალთა […]
შემოდგომის ტესტ მატჩებს ინგლისი დანაკლისით შეხვდება
ჯეიმი ჯორჯი, გაი პორტერი და ჯეკ უოკერი ტრავმის გამო ინგლისის ნაკრებს გამოაკლდნენ. ედი ჯონსმა მათ შემცვლელად ადამ რადვანი, ჯეკ სინგლტონი და ჯორჯ მაკგინანი გამოიძახა. ისინი უკვე შეუერთდნენ გუნდს ლონდონში, სადაც ნაკრები სამდღიან შეკრებას გადის. ინგლისი პირველ შეხვედრას არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ 6 ნოემბერს გამართავს. “თვიქენჰემზე” ბრიტანელები ზედიზედ სამ ნაკრებს იაპონიას, ახალ ზელანდიასა და მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ […]
ვასკა ლობჟანიძემ TOP 14-ში ბაიონა დაალელოვა | VIDEO
მეოთხე ტურის საუკეთესო მორაგბე – ნინიაშვილის მორიგი აღიარება
TOP 14-ის მეოთხე ტურში “ლიონი” “სტად ფრანსს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 33:27 გაიმარჯვა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასპინძელთა რიგებიდან ძირითად შემადგენლობაში ითამაშა ორმა ბორჯღალოსანმა: დავით ნინიაშვილმა და ბექა საღინაძემ. სტუმართა შემადგენლობაში კი მარქაფაში იყო – გიორგი მელიქიძე. დავით ნინიაშვილმა საოცარი მატჩი ჩაატარა და საკუთარი კლუბის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. კერძოდ, 20 წლის ბორჯღალოსანმა მატჩის პირველივე წუთზე […]
რაგბი ევროპის 2023 წლის გათამაშება ახალი ფორმატით ჩატარდება
საქართველოს მიერ მრავალგზის მოგებული რაგბი ევროპის ჩემპიონატი ახალი ფორმატით და გუნდების გაზრდილი რაოდენობით ჩატარდება. ნაკრებთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, რომლებიც ორ 4 გუნდიან ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველო A ჯგუფში ესპანეთის, ნიდერლანდებისა და გერმანიის ნაკრებებთან ითამაშებს, ხოლო B ჯგუფში რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი იასპარეზებენ. “ბორჯღალოსნები” პირველ მატჩს 4 თებერვალს გერმანიის წინააღმდეგ გამართავენ. შემდეგ შეხვედრაში 11-ში ნიდერლანდებს […]