რუსთავის “ხარების” 23 წლის კვაჭი – ნიკოლოზ კევლიშვილი რუსთავში მომხდარ ავარიას ემსხვერპლა. ეს სამწუხარო ამბავი რუსთავის “ხარების” ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა: inforustavi.ge-ის ცნობით, ავარიის შემდეგ, ნიკა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც კრიტიკულად მძიმე. ახალგაზრდა მორაგბეს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა სამწუხაროდ, გადარჩენა ვერ მოხერხდა. Live.ge-ს კოლექტივი ღრმა მწუხარებას გამოთვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს […]