რამდენიმე წუთის წინ 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასის პირველი მატჩი დასრულდა, სადაც ერთმანეთს მასპინძელი იაპონია და რუსეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 30:10 დასრულდა. მატჩი მეტად საინტერესოდ, რუსების სადებიუტო ლელოთი დაიწყო, რომელიც მატჩის მე-5 წუთზე კირილ გოლოსნიცკიმ დადო. კირილ გოლოსნიცკის ლელო იური კუშნარევმა გარდასახა და ტაბლოზე ანგარიში 0:7 დაფიქსირდა. “დათვების” ლელოდან 6 წუთში “საკურებმა” […]