6 ერის მეოთხე ტურის მატჩი ირლანდიასა და იტალიას შორის, რომელიც 7 მარტს დუბლინში უნდა გამართულიყო გადაიდო. გადადების მიზეზი კორონავირუსის საფრთხისგან თავის დაცვაა. ჯერჯერობით უცნობია თუ როდის ჩატარდება აღნიშნული მატჩი, თუმცა ექვსი ერის დირექტორი – ბენჟამინ მორელი აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, თუ როდის ჩატარდება გადადებული მატჩი.