20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბოლო რაუნდი დანი კრევენის სტადიონზე გაიმართება. ძალიან მნიშვნელოვან მატჩში, რომლის დაწყებამდეც 24 საათზე ნაკლები რჩება, საქართველო იტალიას დაუპირისპირდება. მიმდინარე ჩემპიონატზე საქართველომ და იტალიამ ისტორია დაწერეს. “ბორჯღალოსნებმა” – არგენტინა, ხოლო “აძურიმ” – სამხრეთ აფრიკა დაამარცხა. ორივე ნაკრებს ნახევარფინალში გასვლის შანსი აქვთ, თუმცა, საქმე ასე მარტივადაც არ არის. თუ არგენტინა ან სამხრეთ აფრიკა […]