რაგბის საზაფხულო ტესტ-მატჩები დასკვნით ფაზაში შედის. შაბათ-კვირას (2-3 ივლისს) ტესტ-მატჩები გაიმართა, ხოლო ორშაბათს კი მსოფლიო რეიტინგი განახლდა, სადაც შემდეგი სურათი დაგვხვდა: მსოფლიო რეიტინგის სათავეშია სამხრეთ აფრიკის ნაკრები 90.61 ქულით. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ადგილს ახალი ზელანდია იკავებს, რომელმაც შაბათს, ირლანდიის ნაკრები 42:19 დაამარცხა. ამ გამარჯვებით “ოლ ბლექსმა” 0.97 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და მესამე პოზიციიდან მეორეზე აღზევდა. […]