როგორც მოგეხსენებათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გაიზარდა. პირველ ეტაპზე ისინი ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველო A ჯგუფში მოხვდა, სადაც ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ. B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას ჯგუფების ორ-ორი საუკეთესო გუნდი პლეი-ოფში გააგრძელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ “ბორჯღალოსნებს” ერთხელ დაუცდებათ ფეხი, შესაძლოა […]