საქართველოს რაგბის კავშირისა და საქართველოს მთავრობის მიერ ცოტა ხნის წინ დაანონსებული 100 ახალი სარაგბო მოედნების მშენებლობის პროექტის ფარგლებში, აჭარის რეგიონში წლის ბოლომდე სამი მოედნის მშენებლობა იწყება. აჭარის მთავრობა ამ ინიციატივას პირველი გამოეხმაურა და პირველ ეტაპზე მშენებლობები დაიწყება ქობულეთის რაიონში სოფელ ხუცუბანსა და დაბა ჩაქვში, ასევე შუახევის რაიონში სოფელ ფურტიოში, ხოლო უახლოეს მომავალში მშენებლობები ბათუმში, ბენზეს […]