იაროსლავ რაკიცკიმ ზენიტი დატოვა
უკრაინელი მცველი, იაროსლავ რაკიცკი, სანკტ-პეტერბურგის ,,ზენიტიდან” წამოვიდა. ინფორმაციას რუსული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 32 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი მისივე თხოვნით, მძიმე ოჯახური მდგომარეობის გამო გაწყვიტა. რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა რუსულ ჯარს თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. რაკიცკი ,,ზენიტში” 2019 წელს გადავიდა, რის გამოც უკრაინაში მწვავედ გააკრიტიკეს. იმავე წელს მცველმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. 2 марта по просьбе Ярослава […]
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის ღირსეული საქციელი: რუსულ კლუბში გადასული უკრაინელი ფეხბურთელი ნაკრებიდან გააგდეს
დღეს 4 თებერვალს ოფიციალურად დადასტურდა, რომ უკრაინის ნაკრებისა და დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი – იაროსლავ რაკიცკი რუსულ “ზენიტში” გადავიდა. იგი “ზენიტმა” 10 მილიონ ევროდ შეიძინა. უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის (ФФУ) ოფიციალურ საიტზე ეროვნული ნაკრების სიაში იაროსლავ რაკიცკი აღარ არის. როგორც უკრაინული მედია იუწყება, რაკიცკი რუსეთში გადასვლისთვის ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. შეგეხსენებთ, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის საომარი მოქმედებები […]