ოფიციალურად: ლაშა შინდაგორიძე ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა – ვიცე-ჩემპიონის მე-13 ტრანსფერი
ბათუმის “დინამომ” 2021 წელს მე-13 ტრანსფერი განახორციელა და კიდევ ერთი თავდამსხმელი დაიმატა. საქართველოს ბოლო 2 სეზონის ვიცე-ჩემპიონმა 28 წლის თავდამსხმელი ლაშა შინდაგორიძე დაიმატა. ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა. “ზესტაფონის”, “ცხინვალის”, “დინამო თბილისის”, ქუთაისის “ტორპედოს”, ბოლნისის “სიონის” და “ბალმაზუივაროშის” ყოფილი ფორვარდი ბოლოს ბელარუსულ სოლიგორსკის “შახტიორში” თამაშობდა და ქვეყნის ჩემპიონატის მოგება მოახერხა. იქ შინდაგორიძე ყოფილ თანაგუნდელ გეგა […]
ოფიციალურად: დინამო ბათუმმა ნიგერიელი მცველი დაიმატა
“დინამო ბათუმი” ახალი სეზონისთვის გაძლიერებას განაგრძობს. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა დღეს მორიგი ახალწვეული წარადგინა. აჭარელთა ოფიციალური გვერდის თანახმად, რაფაელ ჩუკვურა გია გეგუჩაძის გუნდს შეუერთდა. ნიგერიელი მარცხენა მცველი ბოლოს “თელავში” თამაშობდა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ჩუკვურა უკვე დიდი ხანია საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობს. მანამდე მას “ტორპედოს”, თბილისისა და მარტვილის “მერანის”, “რუსთავის”, “ზუგდიდისა” და დაბალი ლიგის გუნდებში უთამაშია. “დინამო ბათუმი” […]
თელავი საქართველოს თასის მეოთხედფინალში ითამაშებს
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალური ეტაპის მეექვსე შეხვედრა თელავში შედგა, სადაც ერთმანეთს ეროვნული ლიგის დებიუტანი ორი კლუბი დაუპირისპირდა. კახეთის ცენტრში, ადგილობრივმა “თელავმა” თბილისის “მერანს” უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. წყვილში ფავორიტად მასპინძლები მიიჩნეოდნენ და სტატუსი საწყის წუთებშივე გაამართლეს. რევაზ გოცირიძის გაწვრთნილებმა ბურთზე კონტროლი დაუყოვნებლივ დააწესეს და მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა დაიწყეს. ამან შედეგი მალევე გამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: X ტურის სიმბოლური გუნდი
ეროვნულ ლიგაში მეათე ტურის შეხვედრები დასრულდა და საქართველოს ჩემპიონატმა თითქმის ერთთვიანი პაუზაა აიღო. ზაფხული პირველ პოზიციაზე “დინამო ბათუმმა” დაასრულა, რომელმაც ბოლო შეხვედრა თბილისში, “მერანს” – 2:1 მოუგო. აჭარელთა ლიდერობაში წვლილი მათმა უშუალო კონკურენტმაც შეიტანა – “დინამო თბილისმა” ქულები კახეთში, “თელავთან” დაკარგა – 0:0. კიდევ ერთი უგოლო ფრე ითამაშა კიდევ ერთმა თბილისურმა კლუბმა – “ლოკომოტივმა” სამტრედიიდან ქულა წამოიღო. […]
ეროვნული ლიგა: VI ტურის სიმბოლური გუნდი
საქართველოს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის შემდეგ, გათამაშებას ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს, რომლის ცხრილის სათავეში ყოფნაც ცოტა არ იყოს მოულოდნელია. გიორგი ნემსაძის გუნდმა ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგო, ბოლო მათგანში კი, მოედანზე 10 ფეხბურთელით მყოფმა, მოქმედ ჩემპიონ “დინამო თბილისს” “ბორის პაიჭაძეზე” აჯობა -1:2. გორის “დილას” ამ გამარჯვების შემდეგ, მეორე პოზიციაზე ვიცე-ჩემპიონი ამაღლდა. ბათუმის “დინამომ” “ტორპედოსთან” (2:0) მოგებით თავი […]