Tier 2 Rugby | ოთხი ქართველი მორაგბე რჩეულთა შორის დასახელდა
U20 რაგბის მსოფლიო თასი დასრულდა – ჩემპიონის ტიტული საფრანგეთის 20-წლამდელთა მორაგბეთა ნაკრებმა მოიპოვა, საქართველომ კი ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ისტორიაში პირველად, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ჯგუფში ორი თამაშის მოგება შეძლეს და მსოფლიო თასზე ასპარეზობა მე-8 ადგილზე დაასრულეს, რაც ასევე საუკეთესო შედეგია. Tier 2 Rugby უმცროსი ბორჯღალოსნების ტრიუმფს ეხმაურება და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 4 მორაგბეს რჩეულთა შორის ასახელებს. U20 […]
“ვეცდებით კიდევ ერთხელ დავწეროთ ისტორია და ქართველი ხალხი გავახაროთ” – რატი ზაზაძე
U20 რაგბის მსოფლიო თასის მე-5 ადგილის ნახევარფინალში, უმცროსი ბორჯღალოსნები უელსელ თანატოლებთან დამარცხდნენ. მეორე 1/2-ფინალურ დაპირისპირებაში, ავსტრალიამ კაცნაკლული ახალი ზელანდია 44:35 დაამარცხა. შედეგად, საქართველო მე-7 ადგილისთვის “უმცროს ოლ ბლექსს” შეხვდება, მე-5 ადგილისთვის კი უელსი და ავსტრალია იბრძოლებენ. “გააზრებული გვაქვს, რომ ჩვენს უკან ქართველი ხალხი დგას” – თორნიკე კახოიძე “გულშემატკივრების მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვაძლიერებს” – ლაშა ციხისთავი […]