“ალ იტიჰადი ახალი გამოწვევაა – აქ მოსაგებად ვარ” – ბენზემა
ქარიმ ბენზემა კარიერას “ალ იტიჰადში” გააგრძელებს. ინფორმაციას არაბული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. 35 წლის თავდამსხმელმა ახალ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ფაბრიციო რომანო წერს, ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 200 მილიონი ევრო იქნება. ახალი გამოწვევის მიღების შემდეგ, ბენზემამ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ “ალ იტიჰადში” ტიტულების მოსაგებად გადავიდა. “ჩემთვის “ალ იტიჰადი” ახალი გამოწვევაა. მაღალი დონის ლიგაა […]
“არაფერია შეუძლებელი” – სოლარი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგებას გეგმავს
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი მიიჩნევს, რომ “რეალს” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეოთხედ მოგება შეუძლია. “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელის მტკიცებით, მადრიდული გრანდისათვის შეუძლებელი არაფერია. “აიაქსი საკმაოდ კარგი გუნდია, რომელიც ცნობილია ძლიერი აკადემიითა და ახალგაზრდებთან მუშაობის საოცარი გამოცდილებით. ძალზედ რთული იქნება და წინ მძიმე მატჩები გველის, თუმცა “რეალისათვის” არაფერია შეუძლებელი”, – აღნიშნა სანტიაგო სოლარიმ.
კარლო ანჩელოტის “რეალი” “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ 4:0 განადგურდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. უდავოა, რომ ეს საღამო იტალიელი სპეციალისტისთვის კომშმარული გამოდგა. ესპანურ მედიაში მალევე გაჩნდა კითხვები უნდა დარჩეს თუ არა კარლო მადრიდში. შეხვედრის დასრულების შემდეგ ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა. “ჩვენ შევხვდით მეტოქეს, რომელმაც პირველ ტაიმში მეტი ინტენსივობით და ხარისხით ითამაშა. ეს დიდი უპირატესობა იყო. […]
“ელ კლასიკოს” მსაჯის ვინაობა ცნობილია
ესპანური მედიის ცნობით, 28 ოქტომბერს “ბარსელონასა” და “რეალის” მატჩის მთავარი არბიტრი ხოსე მარია სანჩეს მარტინესი იქნება. ცნობილია, რომ ესპანელმა მსაჯმა “რეალის” თამაში 13-ჯერ, ხოლო “ბარსელონას” კი 12-ჯერ განსაჯა. სანჩეს მარტინესის პირველი კლასიკო 2017 წლის სუპერთასზე შედგა, სადაც მადრიდელებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. მისი მონაწილეობით, ბოლო “ელ კლასიკო” გასული წლის 23 დეკემბერს შედგა, სადაც “რეალმა” 3 უპასუხო გოლი […]
“ეს შესაძლებელია” – ლივერპულს კვარაცხელიას შეძენას ურჩევენ
“ნაპოლისა” და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერი – ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია. სერია A-სა და UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ფენომენალური ასპარეზობის ფონზე, კვარაცხელიას პოტენციურ ტრანსფერთან დაკავშირებით, სულ უფრო მეტს საუბრობენ. ხვიჩა კვარაცხელია: “ოცნებები ხდება – ძალიან ბედნიერი ვარ” “კვარაცხელია ხატავს ფეხბურთს” – La Gazzetta dello Sport “არავინაა მისი შემჩერებელი” – რას წერს მსოფლიო პრესა […]
“ვალენსიას წინააღმდეგ, რეალმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს” – რუბენ ბარახა
რუბენ ბარახა, “ვალენსიის” ყოფილი მოთამაშე, ესპანეთის სუპერ თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მადრიდელებმა “ვალენსიას” წინააღმდეგ, ყურადღება არ უნდა მოადუნონ. “მსგავსი მატჩები კარგია იმისათვის, რომ გუნდებს შორის სხვაობა აღმოიფხვრას. იმისათვის, რომ “ვალენსიამ” შეძლოს მადრიდის დამარცხება, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. უპირველეს ყოვლისა მატჩს კარგ ფიზიკურ კონდიციაში უნდა შეხვდნენ. თუ ფეხბურთელები ყურადღებით იქნებიან […]
მადრიდის “ატლეტიკოს” მწვრთნელი დიეგო სიმეონე ამბობს, რომ “რეალის” გარემარბი ვინისიუსი ფრენკი დე იონგის წინააღმდეგ წესების დარღვევის გამო, მოედნიდან გაძევებას იმსახურებდა. საქმე იმაშია, რომ ერთ მომენტში მოთამაშეები ბურთისთვის იბრძოდნენ, სადაც მადრიდელთა ბრაზილიელ შემტევს ზედმეტი მოუვიდა და მეტოქე აკრძალული ილეთით ჩამოიშორა. აღნიშნული ქმედებისთვის მატჩის მთავარმა არბიტრამა ფეხბურთელს მხოლოდ ყვითელი ბარათი უჩვენა. დღეს მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დიეგო სიმეონემ განაცხადა, […]
“ვულოცავ რუდიგერს კარგ თამაშს, მაგრამ ეს ჰოლანდის მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო” – პეპ გვარდიოლა
17 მაისს “რეალსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება. პირველი მატჩი ამ ორ გუნდს შორის ფრედ 1:1 დასრულდა და ყველაფერი “ეტიჰად სთეიდიუმზე” გადაწყდება. “ქალაქელები” ამ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. პრემიერ ლიგაში “ევრტონი” 3:0 დაამარცხეს და ჩემპიონობის განაღდებამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება აკლიათ. აღნიშნული მატჩის შემდეგ, პეპ გვარდიოლამ რუდიგერისა და ჰოლანდის დაპირისპირებაზე ისაუბრა. “ვულოცავ რუდიგერს კარგ […]
“ვფიქრობ, ერლინგს ყველა ლიგაში სურს მისი შესაძლებლობების დამტკიცება”- ალფი ჰოლანდი
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერლინგ ჰოლანდს “მანჩესტერ სიტისთან” გაფორმებულ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას “რეალში” გადასვლა შეუძლია. ნორვეგიელმა თავდამსხმელმა “ქალაქელებთან” 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხელშეკრულების დადებიდან ერთ კვირაში “სიტის” თავკაცებმა ჰოლანდთან ახალ კონტრაქტზე დაიწყეს მუშაობა, რადგან გრძნობენ თუ რამდენად შედეგიანი იქნება ერლინგი პრემიერ ლიგაში. “მალაგას” ყოფილი პრეზიდენტის ფერნანდო სანსის თქმით, არსებული პირობები “რეალს” დიდ […]
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონის ტრიუმფით დასრულების შემდეგ, “რეალმა” მადრიდის ქუჩებში საჩემპიონო მსვლელობა მოაწყო და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგება, ფანებთან ერთად აღნიშნა. ესპანეთის ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგების მიუხედავად, “ბლანკოსის” გულშემატკივრებს, კილიან მბაპეს სატრანსფერო საგა არ დავიწყებიათ. მადრიდელები მბაპეს საქციელს ღალატად თვლიან და მისი მისამართით შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ. გამონაკლისი არც საჩემპიონო […]
“ლივერპულთან ჯერ არაფერია გადაწყვეტილი” – კარლო ანჩელოტი
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრაში, “ლივერპულისა” და “რეალის” დაპირისპირება შედგა. ლივერპულში, ლეგენდარულ “ენფილდზე” გამართული საფეხბურთო დრამა მერსისაიდული გრანდის განადგურებით, 2:5 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მადრიდის “რეალი” გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში “ენფილდზე” 5 გოლი გაიტანა. ლივერპული 2:5 რეალი (მიმოხილვა) ლივერპულელთათვის განსაკუთრებით მძიმე მატჩის მეორე ტაიმი გამოდგა, რომელშიც “რეალმა” მეტოქეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა. სტუმრად […]
33 წლის ასაკში გარეთ ბეილმა საკლუბო და სანაკრებო კარიერა დაასრულა. უელსელი ვარსკვლავის ბოლო გუნდი ,”ლოს ანჯელესი” იყო, თუმცა, კარიერის საუკეთესო წლები ბეილმა “საუთჰემპტონში”, “ტოტენჰემსა” და “რეალში” გაატარა. “სამეფო გუნდის” შემადგენლობაში ბეილმა ჩემპიონთა ლიგის მოგება 5-ჯერ შეძლო. Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გარეთ ბეილმა ემოციური ვიდეო, შემდეგი სახელწოდებით განათავსა: “დაუვიწყარი მოგზაურობა. მადლობა ფეხბურთს მოგონებებისთვის, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება”.