ფერდინანდი: “კაცებმა ბიჭები დაამარცხეს”
ოქტომბერი 24, 2018
197
“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ცენტრალურმა მცველმა, რიო ფერდინანდმა, ტურინის “იუვენტუსთან” წაგებული თამაშის შემდეგ ყოფილი კლუბი გააკრიტიკა: “ამ მატჩში კაცებმა ბიჭები დაამარცხეს”, – განაცხადა მან. მიუხედავად იმისა, რომ ტურინელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ, მათ მეტოქეს გოლის გატანის რეალური შანსი არ მისცეს და ანგარიშით 0:1 გაიმარჯვეს. შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” ბოლო 6 მატჩში მხოლოდ 1 გამარჯვების მოპოვება შეძლო.