ფერგიუსონი სოლსკიაერით აღფრთოვანებულია
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი, გუნდის ამჟამინდელი თავკაცის და მისი ყოფილი შეგირდის შედეგებით აღფრთოვანებულია. ამ ინფორმაციას ბრიტანული პრესა რენე მალესტინზე დაყრდნობით აცხადებს. რენე მალესტინი, “წითელი ეშმაკების” სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, იგი 2007 წლიდან 2013 წლამდე ლეგენდარული შოტლანდიელის თანაშემწე იყო და ფერგიუსონთან მეგობრობას დღემდე ინარჩუნებს. “სერ ალექსი აღფრთოვანებულია სოლსკიაერით, ის ძალიან გახარებულია რომ გუნდი თამაშობს […]
“ლინგარდი ინგლისელი ინიესტაა” – რენე მალესტინი
“მანჩესტერ იუნაიტედის” სამწვრთნელო შტაბის ყოფილმა წევრმა, რენე მალესტინმა თავი სასაცილოდ ჩაიგდო, საქმე იმაშია რომ ჰოლანდიელმა მწვრთნელმა “წითელი ეშმაკების” 14 ნომერი, ჯესი ლინგარდი ლეგენდარულ ესპანელ ფეხბურთელს, ანდრეს ინიესტას შეადარა, რასაც სოციალურ ქსელებში დამცინავი კომენტარები მოჰყვა. “ჯესი ყოველთვის იყო ინიესტას ინგლისური ვერსია, იგი ძალიან მობილური ფეხბურთელია, მოედანზე ყველა კუთხეში იყურება და ძალიან გუნდურად თამაშობს” – განაცხადა მალესტინმა. […]