მეცის მწვრთნელი: “ქარის საწინააღმდეგოდ ვერ ვივლით – თუ შემოთავაზება მოვა მიქაუტაძეს გავუშვებთ”
“მეცის” მთავარმა მწვრთნელმა, ლასლო ბოლონიმ საქართველოს ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის და მისი გუნდიდან პოტენციური წასვლის შესახებ ისაუბრა. “ჩემს თავს ვეუბნები, რომ გიორგი მიქაუტაძე “რენს” გაუტანს (ლიგა 1-ის სეზონის პირველ მატს “მეცი” “რენის” წინააღმდეგ გამართავს). სერიოზულად, ამაზე არ ვფიქრობ. ქარის საწინააღმდეგოდ ვერაფერს გააკეთებ. თუ არის შემოთავაზების პაკეტი, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობისთვის საინტერესო იქნება, ისინი ამაზე უარს ვერ […]
ზურიკო დავითაშვილი: “კვარა ჩემი ბავშვობის მეგობარია და მისი თამაში დიდ მოტივაციას მაძლევს”
საფრანგეთის თასის 1/32-ფინალური ეტაპის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის, ზურიკო დავითაშვილის “ბორდო” ლიგა 1-ის წარმომადგენელ “რენს” დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ქართველი ფეხბურთელის გუნდმა პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც მთავარ მწვრთნელთან ერთად, სწორედ ზურიკო დავითაშვილი მონაწილეობდა. ფრანგული მედიის წარმომადგენლებმა, დავითაშვილს სხვადასხვა თემაზე ესაუბრეს, მათ შორის ახალ გუნდთან ადაპტაციის პროცესზე. “თანაგუნდელებთან ინგლისურად ვსაუბრობ, მაგრამ ფრანგულ ენასაც ვსწავლობ და ვცდილობ, რომ […]
16 წლიანი ისტორია დასრულებულია – მანდანდამ მარსელი დატოვა
“მარსელში” 16 წლიანი ისტორია დასრულდა – 37 წლის ვეტერანმა ფრანგმა მეკარემ, სტივ მანდანდამ, “მარსელი” ოფიციალურად დატოვა. Après 6️⃣1️⃣3️⃣ matchs à défendre les couleurs olympiennes, notre numéro 3️⃣0️⃣ part pour un nouveau challenge. Bonne chance pour la suite de ta carrière @SteveMandanda https://t.co/rW2LNYvclW pic.twitter.com/MjZ1YTp0RG — Olympique de Marseille (@OM_Officiel) July 6, 2022 მანდანდა “მარსელის” რიგებში 2007 […]
კამავინგას გზა: ლტოლვილთა ბანაკიდან ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე
ფეხბურთი ცხოვრების იდეალური ამსახველია – ეს აღზევებითა და დაცემით, ტკივილით, შეცდომებით, უიღბლობით, გამართლებითა და გამარჯვებით სავსე სამყაროა. დიდ ფეხბურთს მხოლოდ სასათბურე პირობებში გამოყვანილი რობოტები არ თამაშობენ – საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ამომავალი ვარსკვლავი, ედუარდო კამავინგა, სწორედ იმ პლეადის ნაწილია, რომელმაც დიდ წარმატებას სირთულეების დაძლევით მიაღწია. 19 წლის კამავინგას წინ უდიდესი მატჩი ელოდება – დიდი […]
მესის პასი და მბაპეს გოლი 93-ე წუთზე | VIDEO
ოფიციალურად: ტოტენჰემი კონფერენს ლიგაზე ვეღარ იასპარეზებს
UEFA-მ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ “ტოტენჰემს” უეფას კონფერენს ლიგის ბოლო ტურში, სადაც “რენის” წინააღმდეგ უნდა ეთამაშა და მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო, ლონდონურ კლუბს წაგება 3:0 ჩაეთვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები ჯგუფში ჩარჩნენ და ასაპრეზობას ვეღარ მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემსა” და “რენს” შორის დაპირისპირება 9 დეკემბერს უნდა შემდგარიყო, თუმცა მატჩი ლონდონურ კლუბში კორონავირუსის […]
რენი 2:0 პსჟ (მიმოხილვა)
ოფიციალურად: კამავინგა რეალის ფეხბურთელია
ედუარდო კამავინგა კარიერას “რეალ მადრიდში” გააგრძელებს – ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. 18 წლის ფრანგი ნახევარმცველი “რეალმა” “რენიდან” შეიძინა. კამავინგამ მადრიდელებთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა. როგორც ცნობილია, “სამეფო კლუბმა” ედუარდოს სანაცვლოდ 31 მილიონი ევრო გადაიხადა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ კამავინგა “რენის” აღზრდილია. ფრანგული გუნდის მაისურით ახალგაზრდა ცენტრალურმა ნახევარმცველმა 88 თამაში ჩაატარა. ედუარდომ ლიგა 1-ში […]
Puma-ს ინოვაცია: 10 ევროპული კლუბი ერთი დიზაინის მაისურს მოირგებს
სპორტული სამოსის და ატრიბუტიკის მწარმოებელმა კომპანია Puma-მ ევროპის იმ ტოპ კლუბებისთვის, რომელთა ეკიპირების წარმდგენიც თავად გახლავთ, ახალი სეზონის მესამე სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელსაც ორიგინალური დიზაინი აქვს, თუმცა გულშემატკივარში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. “მანჩესტერ სიტიმ” აღნიშნული დიზაინის მქონე მაისური სოციალურ ქსელში 18 აგვისტოს განათავსა, რასაც ქომაგების კრიტიკა მოჰყვა და მათ თქვეს, რომ ეს სავარჯიშო ფორმას ან პიჟამას […]
კამავინგას ტრანსფერის თაობაზე რენმა მანჩესტერ იუნაიტედს “დასცინა”
ბრიტანული მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, “მანჩესტერ იუნაიტედი” 21 წლის ამომავალი ვარსკვლავის – ედუარდო კამავინგას ტრანსფერის განხორციელებას გეგმავდა. ბრიტანული მედიის მტკიცებით, “წითელ ეშმაკებს” ტრანსფერი პრაქტიკულად განხორციელებული ჰქონდათ – თუმცა უკანასკნელი ცნობები საწინააღმდეგოს მეტყველებს. ფრანგული მედიის მტკიცებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მიერ, კამავინგას ტრანსფერის სანაცვლოდ შეთავაზებული თანხა “რენის” წარმომადგენლებს სასაცილოდ არ ეყოთ. პრემიერ ლიგის გრანდი კამავინგას სანაცვლოდ მინიმალურ […]
რენი 1:1 პსჟ (მიმოხილვა)
ლორიანის მომსახურე პერსონალის წევრი პროჟექტორის დაცემის შედეგად გარდაიცვალა
ლიგა 1-ის მე-16 ტურში ერთმანეთს “ლორიანი” და “რენი” დაუპირისპირდნენ, მასპინძლები ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ სამწუხარო ფაქტი მოხდა. მატჩის შემდგომ კლუბის თანამშრომელი ბალახის საფარის მოვლით იყო დაკავებული, როდესაც პროჟექტორი ჩამოვარდა და მისი ნაწილი მოხვდა, რამაც გულის შეტევა გამოიწვია. Canal Plus France იუწყება, რომ “ლორიენის” დაზარალებულ თანამშრომელს დაუყოვნებლივ დეფიბრილატორით ჩარევა დასჭირდა, რათა მისი სიცოცხლე გადაერჩინათ. […]