საქართველოს ეროვნული ლიგა გრძელდება. მეოთხე ტურის ბოლოსწინა მატჩი კახეთის ცენტრში გაიმართა. თელავში, “კავკასიონი არენაზე”, “თელავმა” “სამტრედიას” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ეროვნულ ლიგაში აღზევებული ორი გუნდი შეხვედრას განსხვავებული სატურნირო მდგომარეობით შეხვდა. მასპინძლებმა სამ ტურში სამი ფრე ითამაშეს, თუმცა ქულები აღიარებულ ლიდერებს, თბილისის და ბათუმის “დინამოს” და ასევე გორის “დილას” დააკარგვინეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათ თითო მოგება, […]