“კრისტალ პალასთან” მოპოვებული დრამატული გამარჯვების შედეგად, “ევერტონმა” პრემიერ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, რის შემდეგაც “კანფეტების” ბრაზილიელმა ვარსკვლავმა, ჯეიმი კარაგერს მწვავე კრიტიკით უპასუხა. ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად, ფრენკ ლამპარდის “ევერტონს” მოწინააღმდეგის დამარცხება ესაჭიროებოდა, თუმცა “გუდისონ პარკზე” მოვლენები მასპინძელთათვის კატასტროფულად დაიწყო. პირველი ტაიმის 0:2 მარცხის შემდეგ, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ მერსისაიდელები მატჩის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ, თუმცა “ევერტონმა” გასაოცარი “ქამბექი” შემოგვთავაზა […]