35 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი – რიკარდო კვარეჟმა თურქეთის ჩემპიონატში დარჩა, კერძოდ კი იგი “კასიმფაშას” ღირსებას დაიცავს. პორტუგალმა გამოცდილმა ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან 1+1 კონტრაქტს მოაწერა ხელი. რიკარდო კვარეჟმა “კასიმფაშაში” “ბეშიქთაშიდან” გადავიდა. მან “ბეშიქთაშში” 227 მატჩი ჩაატარა, სადაც 38 გოლის გატანა და 78 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.