ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა: ,,დორტმუნდში გატარებული ორი სეზონის შემდეგ, ამ ახალგაზრდა ფეხბურთელის უმაღლეს დონეში ეჭვი აღარავის ეპარება. მას აქვს ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გამოცდილება, ბუნდესლიგაში გატანილი ბევრი გოლი და ტიტულების მოგების დიდი სურვილი, ამიტომ მისი თანამშრომლობა სიტისთან ძალიან წარმატებული უნდა გამოდგეს. მისი სიჩქარე, შეტევის დასრულების უნარი და ძლიერი დარტყმა ინგლისურ ფეხბურთს […]
All-Star | 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლი ვარსკვლავები
1998 წელს, “ოქროს ბურთის” მფლობელი ლეგენდარული ფრანგი ვარსკვლავი – ზინედინ ზიდანი გახდა. აღსანიშნავია, რომ ზიდანმა ისეთ ლეგენდებს შორის შეძლო გამარჯვების მოპოვება, როგორიცაა: დავორ შუკერი, რონალდო, მაიკლ ოუენი, რივალდო, გაბრიელ ბატისტუტა, ლილიან ტურამი, ედგარ დავიდსი, დენის ბერგკამპი, მარსელ დესაი და სხვა. 1998 წლის “ოქროს ბურთისათვის” მებრძოლთა სრული სია:
ლეგენდების ელ კლასიკო | ბარსელონა რეალის დაპირისპირების თარიღი ცნობილია
“ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდების დაპირისპირება თელ-ავივში შედგება. კატალონიური გრანდისა და სამეფო კლუბის ლეგენდების მატჩი, 20 ივლისს, “ბლუმფილდზე” გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” შემადგენლობაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების ხილვა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: რონალდინიო, რივალდო, დეკო, გაიზკა მენდიეტა, ხავიერ სავიოლა და რონალდ დე ბური. აღსანიშნავია, რომ ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლეგენდების “ელ კლასიკოზე” ვიხილავთ. […]
რივალდო: “ბარსელონამ შეცდომა დაუშვა – მესი უნდა გაეყიდათ”
“ბარსელონას” ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლუბმა შეცდომა დაუშვა, როცა მესი ზაფხულში არ გაყიდა. ლეგენდარულ ბრაზილიელს მიაჩნია, რომ “ბარსელონამ” დიდი შეცდომა დაუშვა, როცა მესი არ გაყიდა, სანამ ამის შანსი ჰქონდათ. კატალონიური კლუბი მძიმე ფინანსურ კრიზისშია. “ბლაუგრანამ” რამდენიმე დღის წინ გასული წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც კლუბის ვალი 1.2 მილიარდ […]
“სულ მცირე 2-3 წელს მესი კვლავ უმაღლეს დონეზე ჩაატარებს”,- რივალდო
“ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა მოთამაშემ რივალდომ ლეო მესის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ არგენტინელი სუპერვარსკვლავი მინიმუმ 2-3 წელი კვლავ უმაღლეს დონეზე ითამაშებს. როგორც ცნობილია, ლეო მესის საკმაოდ რთული პერიოდის გამოვლა მოუწია: არგენტინელს გასულ ზაფხულს გუნდის დატოვება სურდა, თუმცა გუნდმა მის სანაცვლოდ €700 მილიონი მოითხოვა, რაც არარეალური თანხა იყო და მეტიც, ეს იმას ნიშნავდა, რომ გუნდი მესის […]
რივალდო: “ეს მესის ბოლო სეზონია ბარსელონაში”
“ბარსელონას” ყოფილი ფორვარდის რივალდოს აზრით, ხელმძღვანელები ვერ მოახერხებენ მესის დარწმუნებას, რომ არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმოს. როგორც მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულში ლეოს “ბლაუგრანას” დატოვება სურდა, მაგრამ “ბარსას” მესვეურებმა მას უფასოდ წასვლის უფლება არ მისცეს. “ბარსელონა” ფეხბურთელებს ხელფასის შემცირებაზე არაერთხელ მოელაპარაკა. გარდა ამისა, ანაზღაურების სერიოზულ ცვლილებებს ისინი კიდევ გეგმავდნენ, რაზეც მოთამაშეებისგან უარი მიიღეს. ეს კიდევ უფრო […]
რივალდო: “ნეიმარი სწორ გზაზე დადგა, ასე ოქროს ბურთს მოიგებს”
ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რივალდომ გამოთქვა მოსაზრება, რომ “პსჟ-ს” თავდამსხმელს, ნეიმარს რამდენჯერმე შეეძლო ოქროს ბურთის მოგება. “ნეიმარმა ქება დაიმსახურა ფეხბურთზე კონცენტრირების გამო. მისი დამოკიდებულება “პსჟ-სთვის” კარგი ნიშანი შეიძლება იყოს ჩემპიონთა ლიგის განახლების წინ. ის უკვე 28 წლისაა, ასე რომ, ალბათ თავადაც გრძნობს, დადგა დრო, რომ გახდეს წარმოუდგენელი მოთამაშე. მას ორჯერ ან სამჯერ შეეძლო ოქროს ბურთის […]
რივალდო ბართომეუს აკრიტიკებს და ბარსელონას პრობლემებზე საუბრობს
საფეხბურთო სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემატიკა “ბარსელონას” ამჟამინდელი არასახარბიელო სათამაშო დონეა, რომელსაც კრიტიკოსები აქტიურად განიხილავენ. ბოლო პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ თუ კლუბის თავკაცი კვლავ ბართომეუ იქნება მომდევნო სეზონიდან ლეო მესი გუნდს დატოვებდა, რამაც საკითხი კიდევ უფრო გაამძაფრა. “ბარსელონას” საკითხს ამჯერად ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი – რივალდო გამოეხმაურა. “ზოგჯერ თქვენ გაქვთ უფლება აღშფოთდეთ მსაჯების […]