“მოუთმენლად ველი მეგობრებთან შეხვედრას” – არველაძე ფიგუს, კაკას და სხვების გვერდით ითამაშებს
საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე შოტლანდიაში, გლაზგოში გასამართ ამხანაგურ მატჩში მიიღებს მონაწილეობას, რომელშიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდები ითამაშებენ და რომლის მიზანიც საქველმოქმედო აქტივობაა. გლაზგოს “რეინჯერსის” 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ამ კლუბის ლეგენდარული სტადიონი, “აიბროქსი” “რეინჯერსისა” და “მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდების” გუნდების ამხანაგურ დაპირისპირებას უმასპინძლებს. მატჩი ლეგენდარული პორტუგალიელი თავდამსხმელის, ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდის ინიციატივით ტარდება. […]
“ფენომენოს” ოცნების თერთმეტეული
ლეგენდარულმა ბრაზილელმა თავდამსხმელმა რონალდო ნაზარიომ საკუთარი ოცნების თერთმეტეული დაასახელა. “ფენომენო” დამსახურებულად ითვლება ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ. რასაც ბრაზილელი მოედანზე წლების მანძილზე აკეთებდა, უბრალოდ საოცრება იყო. რომ არა უმძიმესი ტრავმები, შესაძლოა რონალდო კიდევ უფრო ბევრად დიდი ფეხბურთელი ყოფილიყო. ორგზის “ოქროს ბურთის” მფლობელმა საკლუბო დონეზე 352 გოლი გაიტანა, ხოლო ბრაზილიის ნაკრებში (1994-2011წწ.) 98 შეხვედრაში […]
10 ფეხბურთელი, რომელმაც უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწია
ფეხბურთი ყველაზე დემოკრატიული სპორტია, მისი თამაში ყველას შეუძლია. ზოგი მდიდარ ოჯახში იბადება, ზოგიც ღარიბ ოჯახში, მაგრამ, ფეხბურთის წყალობით ადამიანები ცვლიან საკუთარ ცხოვრებას და სიღარიბესაც ამარცხებენ. დღეს გაგაცნობთ 10 საუკეთესო ფეხბურთელს, რომლებიც ღარიბ ოჯახებში დაიბადნენ. 10. რაჰიმ სტერლინგი რაჰიმი იამაიკაში დაიბადა, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ ოჯახთან ერთად ინგლისში გადავიდა საცხოვრებლად. მის ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი […]
11 საუკეთესო გოლეადორი მცველი
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ლა ლიგის მე-11 ტურში, “ლეგანესთან” (5:0) მოგებულ შეხვედრაში, კარიერის 110-ე გოლი გაიტანა. ესპანელი ცენტრალური მცველისგან მეტოქის კარის დალაშქვრას ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე მიეჩვია. “სამეფო კლუბისა” თუ “ფური როხას” მაისურით 33 წლის ფეხბურთელს არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე. რამოსი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის 10 […]
2 შემთხვევა, როდესაც კარლოსი პრემიერ ლიგაში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო
მადრიდის “რეალში” 11-წლიანი კარიერის შემდეგ, რობერტო კარლოსი ლონდონის “ჩელსიში” გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა ბრაზილიელმა კარიერა საბოლოოდ “ფენერბახჩეში” გააგრძელა. 2007 წელს, როდესაც კარლოსისა და “რეალის” გზები გაიყო, თავისუფალი აგენტის სტატუსით ბრაზილიელის დამატება ლონდონურ გრანდს სურდა, თუმცა მოლაპარაკება უკანასკნელ წამს ჩაიშალა. “კარიერის თურქეთში გაგრძელებამდე 1 კვირით ადრე, პარიზში რომან აბრამოვიჩსა და პიტერ კენიონს შევხვდი, თუმცა ლონდონელებთან შეთანხმებას […]
46 წლის რობერტო კარლოსის გამაოგნებელი პასი (ვიდეო)
46 წლის რობერტო კარლოსმა კვლავ საოცრად მოჭრა (ვიდეო)
BBC-მ ჩემპიონთა ლიგის ფინალისტების სიმბოლური გუნდი დაასახელა
წამყვანი ბრიტანული მედია-კომპანია BBC-ის სპორტულმა ჟურნალისტებმა იმ ფეხბურთელებისგან, რომელთაც ჩემპიონთა ლიგაში სულ მცირე 60 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და ფინალში მონაწილეობა მიუღიათ, სიმბოლური გუნდი შეადგინა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ისტორიაში საუკეთესო 11 ფეხბურთელის ჩამონათვალი ასეთია: მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, “პსჟ”); მცველები: დანი ალვეში (“ბარსელონა”, “სევილია”, “იუვენტუსი”, “პსჟ”), სერხიო რამოსი (მადრიდის “რეალი”), პაოლო მალდინი (“მილანი”), რობერტო […]
ეტო’ო, ვილიანი, რობერტო კარლოსი | რუსული კლუბის საოცარი ისტორია
გახსოვთ მაჰაჩკალის “ანჟი”? დარწმუნებული ვარ, უამრავ თქვენგანს ძალიან კარგად ახსოვს ის სიგიჟე, რაც რუსულ კლუბში 2011-13 წლებში ხდებოდა. 2011 წლის იანვარში, რუსმა მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა, რომლის ქონებაც $9.8 მილიარდად იყო შეფასებული მშობლიური ქალაქის საფეხბურთო გუნდის აღორძინება გადაწყვიტა. კერიმოვის ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა. მილიარდერმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს მის კლუბში ეასპარეზათ. 2011-13 წლებში, კერიმოვის “ანჟიმ” […]
ზუსტად 22 წლის წინ: რობერტო კარლოსმა წარმოუდგენელი გოლი გაიტანა (ვიდეო)
ზუსტად 23 წლის წინ, რობერტო კარლოსმა ისტორიული ჯარიმა გაიტანა (ვიდეო)
ზუსტად ამ დღეს, 25 წლის წინ, კარლოსმა საფრანგეთს წარმოუდგენელი ჯარიმა გაუტანა | VIDEO
რობერტო კარლოსის წარმოუდგენელი, ყუმბარისებული გასროლიდან ზუსტად 25 წელი გავიდა. 1997 წლის, 3 ივნისს, კარლოსმა დაახლოებით 35 მეტრიდან, საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კარში ულამაზესი გოლი გაიტანა. ბრაზილიელი ვარსკვლავის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის სიჩქარემ 136.7 კმ/სთ შეადგინა და ბურთი ბარტეზის კარის ბადეში ულამაზესი ტრაექტორიით ჩაეშვა.