სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის რეკორდსმენია
მადრიდის “რეალის” კაპიტანი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგაში მცველებს შორის ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით რეკორდსმენია. “სამეფო კლუბის” ცენტრალურმა მცველმა “გალათასარაისთან” მოგებულ მესამე ტურის შეხვედრაში (0:1), ამ ტურნირზე 121-ედ ითამაშა და ყოფილ თანაგუნდელ რობერტო კარლოსს გადაასწრო – ბრაზილიელის ანგარიშზე 120 მატჩია. ჩემპიონთა ლიგაში ესპანეთის ნაკრების კაპიტანს 12 გოლი აქვს გატანილი, 8 საგოლე პასი გაკეთებული, 36 ყვითელი და 3 […]
ნეიმარმა FIFA 21-ში ყველა დროის საუკეთესო გუნდი შეადგინა
“პსჟ-ს” თავდამსხმელი ნეიმარი ვირტუალური თამაშების დიდი გულშემატკივარია. ვიდეო თამაშებისადმი სიყვარულს ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი არასდროს მალავდა და ცნობილია, რომ მისი ფავორიტი გასართობი Counter-Strike-ი გახლავთ. 29 წლის ფეხბურთელი საფეხბურთო სიმულატორის აქტიური მომხმარებელიც გახლავთ და FIFA 21-ში საკუთარი, საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდიც შეადგინა. ნეიმარმა ფიფას ყველა დროის საუკეთესო გუნდისთვის სათამაშოდ 4-5-1 ფორმაცია აირჩია, სადაც კარის დაცვის პატივი პრემიერ ლიგის ლეგენდას, […]
რონალდინიოს გუნდი 4:3 რობერტო კარლოსის გუნდი (მიმოხილვა)
11 საუკეთესო გოლეადორი მცველი
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა, ლა ლიგის მე-11 ტურში, “ლეგანესთან” (5:0) მოგებულ შეხვედრაში, კარიერის 110-ე გოლი გაიტანა. ესპანელი ცენტრალური მცველისგან მეტოქის კარის დალაშქვრას ფეხბურთის გულშემატკივარი უკვე მიეჩვია. “სამეფო კლუბისა” თუ “ფური როხას” მაისურით 33 წლის ფეხბურთელს არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაუტანია, ჩემპიონთა ლიგის ფინალებში, ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატების საკვალიფიკაციო ეტაპზე. რამოსი ესპანეთის ნაკრების ყველა დროის 10 […]
ლეგენდების ელ კლასიკო | ბარსელონა რეალის დაპირისპირების თარიღი ცნობილია
“ბარსელონასა” და “რეალის” ლეგენდების დაპირისპირება თელ-ავივში შედგება. კატალონიური გრანდისა და სამეფო კლუბის ლეგენდების მატჩი, 20 ივლისს, “ბლუმფილდზე” გაიმართება. რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” შემადგენლობაში ისეთი სახელოვანი ვარსკვლავების ხილვა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა: რონალდინიო, რივალდო, დეკო, გაიზკა მენდიეტა, ხავიერ სავიოლა და რონალდ დე ბური. აღსანიშნავია, რომ ეს იმ ვარსკვლავთა არასრული ჩამონათვალია, რომელთაც ლეგენდების “ელ კლასიკოზე” ვიხილავთ. […]
ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა არჩევანი მესის და რონალდუს შორის გააკეთეს
მსოფლიოს მასშტაბით ვერავინ თანხმდება რომელია უკეთესი ფეხბურთელი, რონალდუ თუ მესი. ამ თემაზე კამათი ყოველთვის მიდის და საბოლოოდ ვერავინ თანხმდება. დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ცნობილი ფეხბურთელების და მწვრთნელების არჩევანს რონალდუს და მესის შორის. დიეგო მარადონა – მესი მარადონას, კრიშტიანუ ძალიან უყვარს, მაგრამ მისი პატრიოტიზმი არ აძლევს საშუალებას, რომ პორტუგალიელი აირჩიოს. – “არ მახსენდება, რომ მესის ცუდად ეთამაშოს. […]
ინგლისი 0:3 მსოფლიო XI (მიმოხილვა)
კარლოსმა თავის მეგობარს გოლი ულამაზესი დარტყმით გაუტანა (ვიდეო)
ეტო’ო, ვილიანი, რობერტო კარლოსი | რუსული კლუბის საოცარი ისტორია
გახსოვთ მაჰაჩკალის “ანჟი”? დარწმუნებული ვარ, უამრავ თქვენგანს ძალიან კარგად ახსოვს ის სიგიჟე, რაც რუსულ კლუბში 2011-13 წლებში ხდებოდა. 2011 წლის იანვარში, რუსმა მილიარდერმა სულეიმან კერიმოვმა, რომლის ქონებაც $9.8 მილიარდად იყო შეფასებული მშობლიური ქალაქის საფეხბურთო გუნდის აღორძინება გადაწყვიტა. კერიმოვის ამბიციებს საზღვარი არ ჰქონდა. მილიარდერმა გადაწყვიტა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს მის კლუბში ეასპარეზათ. 2011-13 წლებში, კერიმოვის “ანჟიმ” […]
ფაბიო კაპელომ რობერტო კარლოსის ტრანსფერის დეტალებზე ისაუბრა
“მადრიდის რეალისა” და იტალიის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ფაბიო კაპელომ, რობერტო კარლოსის მადრიდში ტრანსფერის დეტალები გაიხსენა. “1996 წელს “რეალის” ხელმძღვანელობა შემომთავაზეს და ამით ძალიან ბედნიერი ვიყავი. მადრიდში ჩასვლიდან მეორე დღეს, მე საფეხბურთო აგენტმა, ჯოვანი ბრანკინიმ დამირეკა და მითხრა: “ფაბიო, ინტერი რობერტო კარლოსს ყიდის!” სიმართლე გითხრათ, თავიდან არც დავუჯერე დავუთხარი, რომ იმ დღესვე გამოეგზავნათ ფაქსი, სადაც […]
რობერტო კარლოსმა მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა მცველმა – რობერტო კარლოსმა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. 47 წლის კარლოსმა აღნიშნა, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ლეო მესი ბრაზილიელ რონალდოს ვერ შეედრებიან. კარლოსის მტკიცებით, ბრაზილიელი რონალდო მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია და რომ არა ტრავმები მისი კარიერა კიდევ უფრო ბრწყინვალე იქნებოდა. “მესი, რონალდუ და ნეიმარი მას ვერ შეედრებიან – მეორე რონალდო მსოფლიოს აღარ […]