გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ატალანტას” მცველმა, რობინ გოსენსმა, პორტუგალიასთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა. 26 წლის ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ ამჯერად კრიშტიანუ რონალდუსთვის მაისური არ უთხოვია. გერმანელმა ავტობიოგრაფიულ წიგნში დაწერა, რომ რამდენიმე თვის წინ, კრიშტიანუს მაისურების გაცვლა სთხოვა, თუმცა მისგან პასუხად უარი მიიღო – ,,მთლიანად გავწითლდი და შემრცხვა… წავედი და თავი დამცირებულად ვიგრძენი,” ,,არც კი ვიცი, რითი დავიწყო. […]