“ვინისიუსი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია” – ფლორენტინო პერესი
“რეალ მადრიდის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მისი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ისაუბრა. კერძოდ, პერესმა ყურადღბა როდრიგოსა და ვინისიუს ჟუნიორზე გაამახვილა. მადრიდელთა პრეზიდენტმა მისი ფეხბურთელები მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა, მეტიც, ვინისიუსს მის პოზიციაზე საუკეთესო უწოდა. “მის პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი მსოფლიოში საუკეთსო ფეხბურთელია. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვან საკმეებს აკეთებენ. როდრიგო ძალიან, ძალიან კარგი ფეხბურთელია და […]
როდრიგომ ჩელსისთან მატჩში დუბლი გაიფორმა | VIDEO
რეალი ჩელსისთან როდრიგოს გოლით დაწინაურდა | VIDEO
რეალში გადასვლამდე როდრიგოს ბარსელონასთან შეთანხმება მიღწეული ჰქონდა
22 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი მადრიდში “სანტოსიდან” 2019 წელს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. GOAL – თან საუბრისას როდრიგომ გაამხილა, რომ ვიდრე მას “რეალი” დაუკავშირდებოდა “ბარსელონასთან” უკვე შეთანხმებული იყო. “ორი ვარიანტი მქონდა “ბარსელონა” ან “რეალი”. უნდა ამერჩია და გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის რთული არ იყო. სხვათაშორის, “ბარსელონასთან” უკვე ყველაფერი შეთანხმებული მქონდა. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა საქმეში “რეალი” […]
მოდრიჩი: “დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ, როდრიგო უფრო ძლიერი დაბრუნდება”
დღეს კატარის მუნდიალზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ხორვატიის ნაკრებმა შეძლო და ბრაზილია 1/4-ფინალიდან გამოთიშა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროში კი, ორივე ნაკრებისგან, თითო-თითო გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა. პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი გააფუჭა, “რეალის” ფეხბურთელი და ლუკა მოდრიჩის თანაგუნდელი როდრიგო იყო. მის გასამხნევებლად კი ლუკა მოდრიჩმა შემდეგი სიტყვები თქვა: “მის ასაკში ვიყავი, […]
ბრაზილიელი რონალდოსა და როდრიგოს ინტერვიუს მხიარულმა მომენტმა ინტერნეტი მოიცვა | VIDEO
შვეიცარიასთან მოგების შემდეგ, როდრიგომ ბრაზილიელ რონალდოსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა. 21 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება. ინტევიუს დასრულებისას “კიჭამ” ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა. საპასუხოდ კი, როდრიგო ჯერ ლეგენდარული ფეხბურთელის, შემდეგ კი, საკუთარ ფეხებს შეეხო. შვეიცარიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8 […]
როდრიგო: ,,ნეიმარმა მითხრა, რომ ნაკრებიდან მისი წასვლის შემდეგ, 10 ნომერი ჩემი იქნება”
მადრიდის ,,რეალისა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელის, როდრიგოს თქმით, ნეიმარმა ეროვნულ გუნდში მემკვიდრედ სწორედ ის დაასახელა: ,,ნეიმარმა მითხრა: ,,როცა ნაკრებს დავტოვებ, 10 ნომერი შენი იქნება.” არც კი ვიცოდი მისთვის რა მეთქვა. ვუპასუხე, რომ მას ბრაზილიის ნაკრებში კიდევ უნდა ეთამაშა და არ უნდა ეჩქარა, რაზეც გაეცინა,” – განაცხადა როდრიგომ. რამდენიმე თვის წინ, ფრანგულ პრესაში დაიწერა, რომ 2022 […]
მადრიდის ,,რეალის” შემტევმა, როდრიგომ, განაცხადა, რომ კარიმ ბენზემამ ,,სიტისთან” მატჩში დანიშნული პენალტის დარტყმა შესთავაზა: ,,რა თქმა უნდა, მის გამო ძალიან მიხარია. კარიმი ჩემთან მოვიდა და მკითხა, მინდოდა თუ არა თერთმეტმეტრიანის დარტყმა ჰეთთრიკის შესასრულებლად. მაგრამ, მე ვიცოდი, რომ ის პენალტებზე ყოველთვის ვარჯიშობს და იტანს კიდეც. და, რა თქმა უნდა, მისი სეზონის გათვალისწინებით, მხოლოდ შემეძლო მეთქვა: ,,არა, […]
კროოსი: “ანჩელოტიმ ცვლილებაზე აზრი გვკითხა”
მადრიდის “რეალის” მორიგმა საოცარმა მატჩმა ფეხბურთის გულშემატკივრებს დიდი სიამოვნება მიანიჭა, კარლო ანჩელოტის გუნდმა ორმატჩიან დუელში ანგარიშის გათანაბრება 90-ე და 91-ე წუთებზე გატანილი გოლებით მოახერხა, ამას კი პირველ დამატებულ ტაიმში ქარიმ ბენზემას ზუსტი თერთმეტმეტრიანი მოჰყვა და შედეგად მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ, სადაც “ლივერპულს” დაუპირისპირდებიან. მოგებული მატჩის შემდგომ საინტერესო კომენტარი გააკეთა “ბლანკოსის” ნახევარმცველმა ტონი კროოსმა, რომელიც […]
როდრიგომ ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის “რეალმა” მსოფლიო ფეხბურთი კიდევ ერთხელ გააოცა. კარლო ანჩელოტის გუნდმა 0:1 ჩამორჩენის შემდეგ, სამი გოლის გატანა და ფინალში გასვლა მოახერხა. 3-დან 2 გოლი როდრიგოს ანგარიშზეა. ახალგაზრდა ბრაზილიელმა ედერსონის კარი 90-ე და 91-ე წუთებზე აიღო. აღნიშნული დუბლით, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში როდრიგო გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პლეი-ოფის ეტაპზე ორი ბურთი 90-ე წუთზე გაიტანა. ჩემპიონთა […]
მენდი ელ კლასიკოს გამოტოვებს, ბენზემას თამაში საეჭვოა
მადრიდის “რეალის” მცველი ფერლან მენდი ლა ლიგის 29-ე ტურში, “ბარსელონას” წინააღმდეგ, ვერ ითამაშებს. კუნთის ტრავმა, რომელიც ფრანგმა წინა დღეს მიიღო, მენდის უმნიშვნელოვანეს თამაშს გამოატოვებინებს. ინფორმაციას Marca ავრცელებს. რაც შეეხება “რეალის” ლიდერ, კარიმ ბენზემას, მისი მონაწილეობა მატჩში კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. კარლო ანჩელოტი ფრანგი თავდამსხმელის საკითხს “ელ კლასიკომდე” გადაწყვეტს. გარდა ორი ფეხბურთელისა, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, […]