როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს
მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 40 წლის – როჯერ ფედერერი, 2022 წლის ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. ეს ინფორმაცია შვეიცარიელი სპორტსმენის მთავარმა მწვრთნელმა, ხორვატმა – ივან ლუბიჩიჩმა განაცხადა. როჯერ ფედერერი, ტრავმის გამო ზედიზედ მეორე ავსტრალიის ღია პირველობას გამოტოვებს. შვეიცარიელმა მაესტრომ მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის, რის გამოც იცი 2022 წლის დასაწყისში მონაწილეობას […]
რა თანხას იღებენ სპორტსმენები სპორტული ბრენდებისგან | სასპონსორო კონტრაქტების დეტალები
თანამედროვე სპორტულ სამყაროში სასპონსორო ხელშეკრულებებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, გამომდინარე მისი უდიდესი ფინანსური სარგებლიდან, რომელსაც თავად სპორტსმენი და მისი პირადი გუნდის წევრები იღებენ. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ მოქმედი სპორტსმენების ექვსეულს, რომელთაც ყველაზე დიდი სასპონსორო გარიგება აქვთ დადებული კომპანიებთან, რომლებიც მათ სპორტულ თუ არასპორტულ ეკიპირებას უზრუნველყოფენ. სტეფ კარი პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სტეფ კარი ფორბსის 2019 წლის […]
ვინ უფრო პოპულარულია? ფედერერი, ნადალი თუ ჯოკოვიჩი?
მსოფლიოს საჩოგბურთო სამყაროს მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული როჯერი აწ უკვე 40 წლისაა, ჯერ კიდევ ჰყავს შესანიშნავი ტრიო – ფედერერი, ნადალი და ჯოკოვიჩი. შესანიშნავი სამეულიდან კარგად ცნობილი ფაქტია, რომ ყველაზე ნაკლებად პოპულარული ნოვაკ ჯოკოვიჩია. აღნიშნული ფაქტი ნათლად დასტურდება მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩს ან ფედერერის ან ნადალის წინააღმდეგ უწევს თამაში – კორტზე ყოველთვის დომინირებს მისი მეტოქეების გამამხნევებელი შეძახილები. […]
2021 წლის მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების TOP 10
სპორტსმენების ყოველწლიური შემოსავალი მათ პროფესიულ ანაზღაურებასთან ერთად სარეკლამო სახის სასპონსორო ხელშეკრულებებსაც ითვალისწინებს, რაც რიგ შემთხვევებში საყოველთაოდ ცნობილი სპორტსმენებისათვის შემოსავლის ერთ-ერთი უმთავრესი წყაროცაა. გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიან სპორტსმენებს, მათი ჯამური შემოსავლით: 10. კევინ დურანტი შემოსავალი – $75 მილიონი 9. ტომ ბრედი შემოსავალი – $76 მილიონი 8. ლუის ჰემილტონი შემოსავალი – $82 მილიონი 7. როჯერ ფედერერი […]
ნოვაკ ჯოკოვიჩმა როჯერ ფედერერის რეკორდი გააუმჯობესა
ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ალექსანდრ ზვერევი (4) 5 სეტში, ანგარიშით 4:6, 6:2, 6:4, 4:6, 6:2 დაამარცხა და ტურნირის ფინალში გავიდა. სერბა ტოპ ათეულის წევრთან კარიერაში 225-ე მატჩი მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია. ნოვაკმა როჯერ ფედერერის შედეგი გააუმჯობესა, რომლის ანგარიშზეც ტოპ ათეულის მოთამაშის წინააღმდეგ 224 მოგებაა. გარდა ამისა, ჯოკოვიჩი დიდი […]
ფედერერი 2021 წელს კორტზე აღარ დაბრუნდება | მუხლის პრობლემები და მორიგი ოპერაცია
ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთი როჯერ ფედერერი დიდხნიანი უქმობის შემდეგ 2021 წელს კორტზე დაბრუნდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მისი დაბრუნება დროებითი გამოდგა. საქმე იმაშია, რომ როჯერს მუხლის პრობლემების გამო კიდევ ერთი ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება, რომელიც საკმაოდ დიდხნიან სარეაბილიტაციო პერიოდს საჭიროებს, რაც როგორც მის სათამაშო ფორმაზე, ასევე რეიტინგში დაქვეითებაზეც აისახება. ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი მაყურებელმა უკანასკნელად უიმბლდონის ტურნირზე […]
ჯოკოვიჩი | ფედერერი | ნადალი – დიდი ტრიოს საინტერესო კარიერული მონაცემები
თანამედროვე ჩოგბურთის სამყაროს ჯერ კიდევ აქვს იმის ბედნიერება, რომ დიდი ტრიოს ასპარეზობა აქტიურ ფაზაში იხილოს. საყურადღებოა, რომ არასრულ ერთ თვეში როჯერ ფედერერი 40 წლის ხდება, რაც საგრძნობლად დიდი ასაკია წარმატებული სპორტული საჩოგბურთო კარიერისათვის, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ კონკურენციას ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი უწევენ. გთავაზობთ დიდი ტრიოს საინტერესო კარიერულ მონაცემებს. როჯერ ფედერერი რაფაელ ნადალი ნოვაკ […]
როჯერ ფედერერი ოლიმპიადიდან მოეხსნა
როჯერ ფედერერი ტოკიოს ოლიმპიადაზე მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას შვეიცარიელი ჩოგბურთელი ოფიციალურად ადასტურებს. ფედერერმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა: “ბალახის სეზონის დროს, სამწუხაროდ, მუხლმა შემაწუხა, რის გამოც მომიწია, ოლიმპიური თამაშებიდან მოხსნას დავთანხმებულიყავი. ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რადგან შვეიცარიის სახელით ასპარეზობა ყოველთვის დიდი პატივი და ჩემი კარიერის გამორჩეული მომენტია. უკვე დავიწყე რეაბილიტაცია იმ იმედით, რომ ზაფხულის ბოლოს […]
ფედერერი უიმბლდონის 1/4-ფინალშია
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ საკუთარ ბედს გამოცდის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერი. პირველ ეტაპზე ფედერერისა და მანარინოს დაპირისპირებამ, შვეიცარიელის წარმატებულ ასპარეზობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის […]
20 წლის წინ დღევანდელ დღეს – ფედერერის ისტორიული გამარჯვება პიტ სამპრასთან
39 წლის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი, ჩოგბურთის მოყვარულთა დიდი ნაწილისათვის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშედაა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ფედერერის ბრწყინვალე კარიერა 1998 წლიდან იღებს სტარტს, მაშინ როდესაც საჩოგბურთო სამყაროში პიტ სამპრასის, ანდრე აგასის, ლეიტონ ჰიუიტისა და სხვა ბრწყინვალე ჩოგბურთელების ერა იყო. ჩოგბურთის ექსპერტების მიერ პიტ სამპრასი ყველა დროის ყველაზე ძლიერ ჩოგბურთელთა სიაში ირიცხება. ამერიკელმა ჩოგბურთელმა, […]
რთული დასაწყისი ფედერერისგან | მომდევნო მეტოქე გასკეა
2021 წლის რიგით მესამე დიდი სლემის ტურნირი – უიმბლდონი 28 ივნისიდან მიმდინარეობს და 2 კვირის განმავლობაში აქტიურ ფაზაში იქნება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საჩოგბურთო სამყაროს ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი, რაფაელ ნადალის გარდა. აღსანიშნავია, რომ დიდი პაუზის შემდეგ საკუთარ ბედს გამოცდის ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი, როჯერ ფედერერიც, რომელიც დიდად სახარბიელო შთაბეჭდილებას ნამდვილად ვერ ტოვებს. ფედერერისგან მისი უდიდესი გულშემატკივრების არმია, […]